ბედნიერების საიდუმლო უფალშია – ყველამ წაიკითხეთ

Загрузка...

უფლის სიყვარული ოკეანესავითაა, შენ შეგიძლია დაინახო მისი დასაბამი,მაგრამ ვერასოდეს დაინახავ მის დასასრულს.  ეს მართალია, უფლის სიყვარული უსაზღვროა, თქვენ თუ გიყვართ უფალი და მას თავისთავად უყვარხართ, ძალიან ბედნიერი იქნებით. აი, რა ცვლილებებს ახდენს თქვენი უფლისადმი სიყვარული თქვენსავე ცხოვრებაში:

  • ბედნიერები ხართ – ეს ძალიან შესამჩნევი იქნება, თქვენ გაიღვიძებთ ბედნიერები, დაიძინებთ ლაღად და ცხოვრება უფრო ნათელი იქნება.
  • განსაცდელი ნაკლები გექნებათ – უფალი განსაცდელს გვიგზავნის გამოცდის მიზნით, მაგრამ როცა უფალთან ახლოს ხართ ბედნიერება და კეთილი საქმე თქვენს ცხოვრებაში ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ბოროტი და ავი.
  • განსაცდელი მეტი გექნებათ – ეს კარგია, თქვენი სული და სხეული განსაცდელის საშუალებით იწმინდება. ეს უფლის სიყვარულის დიდი ნიშანია, თუ განსაცდელი მეტია, მეტივე გექნებათ ძალა და მოთმინება მათი დაძლევის.
  • თქვენი ოჯახის კეთილდღეობა – გაგიგიათ, რომ ერთი მართალი კაცის ლოცვას მთელი ერის გადარჩენა შეუძლიაო? ილოცეთ თქვენთვის და საკუთარი ოჯახისთვის და ნახავთ, თუ როგორ წავა თქვენი ცხოვრება.
  • გეყვარებათ ადამიანები – შეგიყვარდებათ ყველა, თქვენი თავის ჩათვლით. იქნებით უფრო კეთილები და ადმიანების ბოროტი საქციელი თქვენზე ზეგავლენას ვერ იქონიებს, იქნებით მომთმენები და ყველას მოთმინებით მოეკიდებით.
  • განიწმინდებით – ეკლესიურ ცხოვრებას თან ერთვის აღსარება და ზიარება. ამაზე დიდი მადლი კი სამყაროში არ არსებობს.
Загрузка...
Загрузка...