მამა პეტრეს 8 გენიალური ციტატა, რომელიც სიყვარულს გასწავლით

Загрузка...

გთავაზობთ მამა პეტრეს 8 ციტატას, რომელსაც კეთილი საქმის ქმნისკენ მოგიწოდებთ ან უბრალოდ დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე.

1. ვინც ძვირფასია, სამუდამოდ ხელი მოკიდე,თორემ მკვდარსაც კი ტკივილივით დაგესიზმრება…

2. ვისაც სხვაზე მეტი ჰგონია თავი, ის საკუთარ თავზეც ნაკლებია…

3. ვინც მუდამ სხვას ანუგეშებს, იქნებ მას ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში…

4. ხშირად ისე ხარ, სხვას კი არა, საკუთარ თავსაც გინდა დაემალო.

5. ის პერიოდია, როცა არავის წარმატება, სიმდიდრე, კარიერა, ნიჭიერება, მიღწევა არ გაგიკვირდება… ერთადერთი, რაც გაგაოცებს, მაგრამ თითქმის ვერ იპოვი-ადამიანობაა.

6. ყველა ტკივილი სიხარულის საწინდარია…

7. იცით რა არის ნამდვილი სიმდიდრე?! ერთი ადამიანი მაინც რომ გყავს, ვისთანაც გულწრფელად შეგიძლია საუბარი.

8. დილიდან გაიღიმეთ და მთელი დღის განწყობა შეგექმნებათ… კბილებით არა, გულით გაიღიმეთ!

Загрузка...
Загрузка...