ექსპერტები ამბობენ, რომ 30 წელში სამყაროში შოკოლადი განადგურდება

Загрузка...

გადამალეთ საახალწლო შოკოლადები, მეგობრებო, რადგან თქვენთვის საგანგაშო ნიუსი გვაქვს. შესაძლოა კიტკეტი გიყვართ, ან ბაუნტიზე გიჟდებით ან სულაც მუდმივად ისეთ პროდუქტებს ეძებთ, რომლებშიც კაკაოს შემადგენლობა 70%მდე აღწევს. ჰოდა სწორედ თქვენთვის გვაქვს სასტიკი ამბავი. ექსპერტების მოსაზრება თუ გაინტერესებთ, სათაუი ხელმეორედ წაიკითხეთ.

აშკარაა, რომ ჩვენი ძვირფასი კაკაოს მცენარე სასწაულ საჩუქარს გვიძღვნის, რასაც შოკოლადი ჰქვია. მცენარეს კი გასახარებლად სჭირდება სპეციალური პირობები, რაც გულისხმობს ხშირ წვიმიანობას და ჰაერის მაღალ ტენიანობას. დიდ სიცხეში მცენარეს გადარჩენის შანსები ძალიან მცირე აქვს! ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს კაკაოთა დიდი ნაწილი მხოლოდ ვიწრო სარტყელში იზრდება, ეკვატორის მაქსიმუმ 10 გრადუსიან წერტილებზე, ეს კი აზიისა და აფრიკის ტროპიკულ კლიმატებში გვხვდება.

კვლევებით დადგინდა, რომ თუკი მომავალ 30 წელში ტემპერატურა 2.1 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა, მცენარეს დიდი დაძაბულობის ქვეშ მოუწევს არსებობა და მისი გადარჩენაც სათუო გახდება. გლობალური დათბობის ლოდინში კი ეს არცთუ წარმოუდგენელი პროცესია.

ალბათ ადამიანთა უმრავლესობასაც მსგავსი რეაქცია ექნება:

მკვლევარი დუგ ჰოკინსი ამბობს, რომ ის ხედავს დიდ ალბათობას მომავალ დეკადებში შოკოლადის ეტაპობრივი განადგურების, ვინაიდან ყველა მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველწლიურად შოკოლადის მოსავალი 100 000 ტონით შემცირდება.

ბევრ სხვა მცენარეს აქვს იმის უნარი, რეზისტენტული გახდეს ამინდის ცვალებადობის მიმართ, ან ხელოვნური კლიმატის პირობებში გაუმკლავდეს სიცხეს. კაკაოს მარცვლები კი ამ შემთხვევაში უძლურია მყიფე მატერიიდან გამომდინარე.

რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ ელექტროენერგია დავზოგოთ. რაც უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავთ სათმომით მომარაგებაში, მით უფრო ვშორდებით შოკოლადებს. და ვის უნდა ასეთ სამყაროში ცხოვრება? ალბათ მხოლოდ მათ არ ადარდებთ ეს, ვისაც ტკბილეული არ უყვარს.

Загрузка...
Загрузка...