10 ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რისი წყალობითაც ,,მშრალ იანვარს” გამოაცხადებთ

Загрузка...

თუ უკვე მიიღეთ ახალი წლის აღნიშვნის საკმარისი დოზა, ალბათ, ალკოჰოი ყველაზე ბოლოა რის გაგებასაც ისურვებდით. მაგრამ შესაძლოა ისევ ვერ გაუძლოთ ცდუნებას და იანვრის ბოლომდე ფხიზლად ყოფნაც, ცოტა არ იყოს, სათაკილო იყოს თქვენთვის. ეს 10 ფაქტი მყარი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ და მიგახვედრებთ, თუ რა არის რეალურად ალკოჰოლი, რა შედეგები მოაქვს და როგორ მოქმედებს ორგანიზმზე:

1.  მას შეუძლია მოგკლათ

მოგვიტევეთ, ასეთი სასტიკი დასაწყისისთვის, თუმცა ეს სია სწორედ ამისთვისაა. ალკჰოლის არასწორად მიღებით დიდი რისკია, რომ მიიღოთ ფიზიკური შეზღუდვა, ძლიერი ტოქსიკაციით დავადება და სიკვდილიც კი.

2. საშიში კალორიულობა

გსურთ ახალ წელს კილოგრამების დაკარგვა? შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება და იქნებ ეს საკმარისიც კი იყოს. საშუალო პინტა (0,57 ლიტრიანი ჭურჭელი) დაახლოებით 200 კალორიას შეიცავს, ჩვეულებრივი ჭიქა ღვინო კი 120 კილო ჯოულს.

3. ძილის არევა

თუ ფიქრობთ, რომ სიმთვრალე ადვილ ჩაძინებაში გეხმარებათ, მართალი ბრძანდებით. თუმცა ეს ხანმოკლე სიამოვნებაა. შუაღამისას ალკოჰოლის ზემოქმედება თავისას იზამს და ძილს დაგიფრთხობთ. პლუს ამას, პირის შიმშრალე არ მოგცემთ მოსვენების საშუალებას და სხვა გვერდითი მოვლენები რომ გამოვრიცხოთ, მთელი ღამე სშინელი წყურვილისგან დაიტანჯებით.

4. ერთმა ქეიფმაც შეიძლება დაგაზიანოთ

შესაძლოა თქვათ: ,,რა მოხდა, თვეში 1-2ჯერ დალევა ცუდად არ აისახება ჩემზე”. სამწუხაროდ ცდებით. მხოლოდ ერთჯერად ალკოჰოლურ თავგადასავალსაც შეუძლია იმ ბაქტერიის გამოღვიძება, რომელიც გაჟონავს თქვენს ნაწლავებში და სისხლის მოძრაობას შეუერთდება. ეს კი, ალბათ, თქვენთვის ყველაზე სასურველი რეზულტატია.

5. ცვლილება თქვენს ტვინში

დამთვრალხართ ისე, რომ ვერ გაგიხსენებიათ წინა დღით მომხდარი ამბები? ცხადია, სასმელი არ გავიწყებთ მომხდარს, უბრალოდ მოგონებების შენახვა ტვინის პირველად ფუნქციაში აღარ შედის. ასე რომ, როგორც არ უნდა შეეცადოთ ვერ გაიხსენებთ თ რა უთხარით თქვენი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულს საახალწლო წვეულებაზე.

6. იწვევს სიმსივნეს

კიბოს ათი შემთხვევიდან სამი შეჩერდებოდა, თუ ადამიანები ნაკლებ ალკოჰოლს და თამბაქოს მიიღებდნენ, ნაცვლად კი აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებდნენ . საშიში დებულებაა, თუმცა რეალური.

7. სერიოზული ინტოქსიკაცია

ბევრს ეს ალბათ მარტივდ გადალახვადი ჰგონია, მაგრამ მათ არ იციან, რომ აშშ-ში ყოველდღიურად ექვსი ადამიანი იღუპება ალკოჰოლით მოწამვლისგან. გარდა სიკვდილისა ინტოკსიკაცია წარუშლელ კვალს ტოვებს ორგანიზმზე

8. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე 15დან 59 წლამდე ადამიანებში იმატა ჰოსპიტალიზაციამ ალკოჰოლური მენტალური და ქცევითი დარღვევების მიზეზით, მაჩვენებელი 94%მდე მერყეობს.

9. ზრდის ძალადობის მაჩვენებელს

სასმლით ,,გამყარებული” არგუმენტები ძალადობრივი ფაქტებისა ხშირად მოგვისმენია. ალკოჰოლის ეფექტი მიდრეკილს ხდის ადამიანსძალადობისკენ, ხნობილია, რომ ძალადობის შემთხვევების 70% ხელშეწყობილია სიმთვრალით.

10. სიფხიზლის ერთმა თვემაც შესაძლოა უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი ცხოვრება

თუ მთელი იანვარი უალკოჰოლოდ ჩაივლის, თქვენს ცხოვრებას, თქვენს ფუნქციონირებას უკეთესობა დაეტყობა, შემცრდება შაქრის რაოდენობა სისხლში და დაიკლებს ღვიძლის დაავადებების აჩენის ალბათობა, დეპრესიის განვითარების შედარებით დაბალი შანსებიც გაჩნდება და თქვენი  ტვინის ფუნქციაც ათმაგად გაუმჯობესდება.

Загрузка...
Загрузка...