პატრიარქის დაბადების დღე – უწმინდესი 85 წლის გახდა

Загрузка...

4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქი 85 წლის ხდება.

მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში ტრადიციული მიღება, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები უწმინდეს და უნეტარეს იუბილეს ულოცავდნენ, არ გაიმართება. ასევე, არ გაიმართება იუბილესთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებიც.

ერთადერთი ღონისძიება, რომელიც დღეს საპატრიარქოშია ჩანიშული, დაგეგმილია ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაცია.

უწმინდესი ილია მეორე, ერისკაცობაში კი ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

Загрузка...
Загрузка...