შობა ქრისტიანულად – ეს ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს

Загрузка...

 

შობა-ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ეკლესიების ნაწილი უცხოეთში აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული, აღნიშნავს 7 იანვარს.

შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, მაგრამ ყოველი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად თავს იჩენს ასევე ტრადიციული კითხვები:

რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“ სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი – 25 დეკემბერს? ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსახლეობის გათვითცნობიერება ორიოდე სიტყვით ძალიან რთულია, ვინაიდან ეს საკითხი ოდითგანვე ღრმა ანალიზისა და კვლევის საგანს წარმოადგენდა. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის გზა, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიარა და რომლისგანაც საუკუნეების მანძილზე არც ერთი მისხალით არ გადაუხვევია. აქედან გამომდინარე, ყველა საეკლესიო თარიღი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად მოთხოვნასთან, რაც საეკლესიო დღესასწაულის მოწესრიგებული წესით განლაგებასა და ჰარმონიულ თანწყობას გულისხმობს, ანუ რასაც იესო ქრისტე შეეხო, ყოველივე განწმინდა.

ქრისტეშობა აღდგომის შემდეგ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ჩვენში ეს 7 იანვარს აღინიშნება. ყოველმა მართლმადიდებელმა მორწმუნემ, რომელიც თავს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, უნდა იცოდეს, თუ რომელი კალენდრით ცხოვრობს მისი ეკლესია. ამიტომ ჩვენ, როგორც დედა ეკლესიის წევრები, ვალდებულნი ვართ, მხოლოდდამხოლოდ ძველი კალენდრის მიხედვით ვიზეიმოთ ქრიტეშობაც და სხვა ყველა ქრისტიანული დღესასწაულიც.

რაც შეეხება ახალ წელს, ეს საერო დღესასწაულია და ახალი სტილით 1 იანვარს შეესაბამება. საქართველოს ეკლესია საახალწლო პარაკლისს ძველი სტილით, 14 იანვარს იხდის და საგანგებო ლოცვასაც აღავლენს. 1 იანვარს, როდესაც საერო კალენდრით მთელ პლანეტაზე ახალი წელი დგება, საქართველოში არაეკლესიური ხალხი სუფრითა და ზეიმით ხვდება ამ თავსმოხვეულ დღესასწაულს, მომარხულეები კი 7 იანვარს, ანუ ნამდვილ 25 დეკემბერს – ქრისტეშობას გაიხსნილებენ.

Загрузка...
Загрузка...