12 გზა თუ როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას ზარმაცი გოგონები

Загрузка...

ხანდახან სიზარმაცე მშვენიერი რამაა. კარგი გრძნობაა, როცა ისვენებ და სადარდებელიც არაფერია შენს დღის წესირგში. თუკი არ გსურთ ზარმაც ჩვევებზე უარის თქმა, თან კი ჯანმრთელობაც გინდათ, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ რჩევებს და თქვენი ძვირფასი დროც დაზოგოთ.

1.იყიდეთ გაყინული ხილი და ბოსტნეული

ყოველ ჯერზე ახალი პროდუქტის საყიდლად გასვლას, სჯობს პროდუქტი გაყინული იყოს და თქვენ სულ გექნებათ ხელთ ჯანსაღი საკვები.

2. გააკეთეთ ჯანსაღი პროდუქტების ყუთი

კვირაში ერთხელ აიძულეთ თავს და ჯანსაღი წასახემსებელი საკვებით გაავსეთ ყუთი. დროთა განმავლობაში მიაკითხეთ ყუთს და შემდგომ დაუბრუნდით თქვენს დივანს.

3. მიირთვით პატარა ზომის თეფშიდან

ძალიან მარტივი საქმეა და ამასთან სუპერ-იოლი გზა პორციების შესამცირებლად

4. ივარჯიშეთ ტელევიზორის წინ

თუ ვერ წყდებით საყვარელ პროგრამებს, მარტივი მოძრაობები გააკეთეთ და ისე უყურეთ თქვენს საყვარელ ოთხკუთხედ ყუთს. შემდგომ მოძრაობების გართულება თავისთავად მოგინდებათ

5. დაიძინეთ სავარჯიშო აღკაზმულობით

ასე ილუზიას შეიქმნით, თითქოს დამღლელი სავარჯიშო დღე პირდაპირ არის მიბმული თქვენს ძილთან და დარბაზში სიარულიც ნაკლებად მომაკვდინებელი გახდება თქვენთვის

6. ატარეთ წყლის ბოთლი

დღიურ სხეულის სითხის ნორმას მხოლოდ ასე შეივსებთ

7. გაასეირნეთ ძაღლი

არ გყავთ? იშოვეთ. ეს საუკეთესო კარდიო ვარჯიშია, თან ყველაზე სახალისო. ამავდროულად ძაღლის ჯანმრთელობასაც არ დაივიწყებთ

8. ჭამეთ ნელი ტემპით

ასე მარტივად მუშავდება საკვები და ნაკლებია შანსი დამძიმებული ადგეთ მაგიდიდან, შესაბამისად, კუჭზე ნაკლები დატვირთვა გადადის.

9. შეუკვეთეთ

არ აქცევთ ზემოთ მოყვანილ დებულებებს ყურადღებას? მაინც ყველაფერი გეზარებათ? მაშნ შეუკვეთეთ საჭმელი და თქვენი ერთადერთი მისია ჭამა იქნება

10. უყურეთ კომედიებს

იმედია სიცილი მაინც არ დაგეზარებათ, დამეთანხმებით, რომ ზოგჯერ ესეც შრომატევადი საქმეა სახის მიმიკებისთვის. საბედნიეროდ, რეალურად სასაცილო რამის დანახვისას, რთულად თუ ვაკონტროლებთ. ამიტომ ხარისხიან კომედიებს ,,ჩაუჯექით”.

11. დაიწყეთ სალათით

კვების ნაკლებკაროლიული პროდუქტით დაწყება ჭკვიანური მეთოდია, რადგან თავს ოდნავ დანაყრებულად იგრძნობთ და მძიმე საკვებისკენ მიდრეკილება ცოტათი მაინც შემცირდება.

12. დაიძინეთ

ერთადერთი დადებითი რამ, რაც სიზარმაცეს ახასიათებს ძილის სიყვარულია. კარგი გამოძინება მომდევნო დღის სიზარმაცის მაჩვენებელს მცირედით მაინც შეამცირებს, რადგან სხეულის ენერგია ხშირად თავისთავად მოითხოვს დახარჯვას.

 

 

Загрузка...
Загрузка...