სწრაფი წონის დასაკლები 17 მეთოდი, რომელიც რეალურად მუშაობს

Загрузка...

წონის კლების პროცესი თქვენთვის ტანჯვა არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ სწორ მეთოდებს მიმართავთ. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია ეფექტურობა, რაც გულისხმობს კორექტირების შემდგომ წონის შენარჩუნებას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაგრძელებას. მიჰყევით არცთუ ისე მოკრძალებულ ინტრუქციებს:

1.არ იცით მომზადება? შექმენით თქვენი რეცეპი

საუკეთესო ვარიანტია თუკი საკუთარ პროდუქტს შექმნით, ასე კალორიებსაც დაწვავთ და უფრო კმაყოფილიც დარჩები. თუ ფიქრი გეზარებათ გთავაზობთ პატარა ვიდეო-რეცეპტს:

2. დაიწყეთ დილა ხანმოკლე ვარჯიშით

თუ სავარჯიშო დარბაზს დიდად არ სწყალობთ, შეგიძლიათ სახლის პირობებშიც დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მაგალითად, გაავარჯიშოთ ერთ-ერთი ყველაზე ცხიმმგროვი ორგანო – მუცელი.

3. გახდით მეტად აქტიური

ხტუნვა, ველოსიპედით სიარული, ცურვა, სირბილი – ჩართეთ დღის რეჟიმში და დარწმუნდებით, როგორი ეფექტი აქვს წონის დასაკლებად. ან ამ შემთხვევაშიც ვიდეო-გაკვეთილები დაიხმარეთ

4. საფუძვლიანად ღეჭეთ

ასე გაცილებით მალე დანაყრდებით, შესაბამისად, ცოტას შეჭამთ, შედეგად კი წონასაც ,,მოევლება”

5. ისეირნეთ

დღეში ერთი საათი მაინც დაუთმეთ გარეთ სეიერნობას. თუ პარტნიორიც გეყოლებათ, მთლად უკეთესი, სხვა მოქმედებებიც დაემატება უბრალო სიარულს და მეტი კალორია განადგურდება.

6. ისუნთქეთ

გაგიკვირდებათ და წონაში დასაკლებად ჟანგბადია საჭირო, რაც მეტია მისი ცირკულაცია სხეულში, მით მეტად აქტიურად მუშაობს მეტაბოლიზმი.

7. არ ჭამოთ ემოციურ ნიადაგზე

ბევრი გაბრაზების ან ნერვიულობის ნიადაგზე ჭამას მიმართავს, შეიძლება იმ მომენტში მხსნელადაც მოგევლინოთ კალორიული საკვები, თუმცა მერე უარესად გახდებით. სჯობს ისევ ფიზიკური აქტიურობით ჩაახშოთ თქვენი ცეცხლი. ან შოპინგზე წადით.

8. მოშორდით საჭმლით სავსე ტერიტორიას

შეეშვით საჭმელს, როცა არ გშიათ, გაცილებით პროდუქტიული საქმიანობები არსებობს – დაკავდით მათით.

9. დაემშვიდობეთ გაზიან სასმელს

მინერალური წყლები არ იგულისხმება ამაში. ეცადეთ გააქროთ თქვენი ცხოვრებიდან შაქრით გაჯერებული თხევადი მონსტრები

10. ნუ აგერევათ წყურვილი შიმშილში

შიმშილის დროს წყლის დალევა სცადეთ, იქნებ სულაც ბოროტი ილუზიაა თქვენი შიმშილის სტიმულაციები.

11. შორს დააპარკინგეთ მანქანა

თუკი მაქანით სარგებლობთ, შესაბამისი დაწესებულებისგან მოშორებით გააჩერეთ, რათა შემდგომ გზაში, მანქანისკენ სეირნობისას წონაზე ფიქრი მოასწროთ.

12. კოცნა

დიდებული მეთოდია კალორიების დასაწვავად. სხვა სასიყვარულო მოქმედებებზე რომ არაფერი ვთქვათ

13. გადაახტით კიბის საფეხურებს.

გადაახტით ან თუ საეჭვო პროექტის კიბეებია, არ გარისკოთ, უბრალოდ აირბინეთ ან სწრაფად ადით. ეს იდეალურად ავარჯიშებს დუნდულების და ფეხი კუნთებს

14. აირჩიეთ ვაშლი

ტკბილეულს ვაშლი ან სხვა ხილი ამჯობინეთ, ორგანიზმის დანაკლისსაც დააკმაყოფილებს თუკი მას რამე გემრიელი სურს და საკუთარ თავთან და წონასთანაც მართალი იქნებით.

15. ჭამეთ ხალხთან

ხალხის გარემოცვაში ჭამა სტიმულია, რათა ცოტა რაოდენობით მიირთვათ. ნუ დატოვებთ საკუთარ თავს მარტო საჭმელთან.

16. იკითხეთ ფიტნესის შესახებ

რა სარგებლობა მოაქვს, რისთვის არის აუცილებელი, რას არეგულირებს, რატომ გიჟდება ასე ხალხი მასზე, რატომ ჰყავს ამდენი მიმდევარი… ამ კითხვებზე ფიტნეს საკითხავი მასალები გაგცემთ პასუხს.

17. ჭამამდე წყალი მიირთვით

უმჯობესია თუ წყალი ცივი იქნება. ეს საგრძნობლად შეამცირებს თქვენს მადას. ეცადეთ ჭამის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მაინც დალიოთ

Загрузка...
Загрузка...