“ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ან იცით ვაკანსიები, გამომეხმაურეთ” -თათია სამხარაძეს დასაქმება სურს

Загрузка...

ტელეწამყვანმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლო პროცესი მოუგო და რამიშვილს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სასამართლოში, თათია სამხარაძემ რამიშვილს, სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. ამ შემთხვევის შემდეგ, თათია უმუშევარია და როგორც სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ, სამსახურს ეძებს. 

„ძვირფასო მეგობრებო,
ახალი ძალებითა და შემართებით ვეძებ საინტერესო სამსახურს, სადაც შევძლებ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.
დარწმუნებული ვარ თქვენ შორის არიან კეთილისმსურველები ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ან იცით ვაკანსიები, რომლითაც შევძლებ დავსაქმდე.
მაქვს მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება სხვადასხვა პოზიციებზე. კარგი ზოგადი განათლება, სპეციალიზაცია ხელოვნებათმცოდნეობაში და რამდენიმე წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში.
კარგი რეზიუმესთვის და შეკითხვებით, გთხოვთ გამომეხმაუროთ ინბოქსში.
მადლობა“ – წერს თათია სოციალურ ქსელში.

Загрузка...
Загрузка...