დღეს შობაა – რა არის აუცილებელი დღევანდელ დღეს?

Загрузка...

 

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! წინსვლა, წარმატება და ულევი სიხარული იყოს თქვენი ოჯახის მეგზური ამ წელს!

აქვე დავწერთ თუ რა არის კარგი, ამ დღეს და დავიწყოთ რათქმაუნდა ლოცვით.

 

შობის ლოცვა

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი. ამინ

 

ასევე კარგია დღეს მოიკითხოთ ახლო ადამიანები და ახაროთ მათ ქრისტეშობა. დაივიწყეთ წარსული წლის წყენები, აპატიეთ მათ ვინც გაწყენინათ და თხოვეთ პატიება მას ვისაც თქვენ აწყენინეთ. ღმერთის ძალით და შობის მადლოთ ყველაფერი გამოგივათ.

გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ესაა მოყვასის სიყვარულის საზომი – იგი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. ხოლო საკუთარი თავი რომ გვიყვარს, ეს უეჭველია, ეს ჩვენი ცხოვნების საქმეა. მაგრამ რატომ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი? – იმიტომ, რომ ჩვენ ღმერთის ქმნილებანი ვართ. ზუსტად ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენ სხვა ადამიანებიც, ვითარცა ღმერთის ქმნილებანი. ხოლო თვით ადამიანის მიერ ქმნილი და მისი ხელით გაკეთებულიმისი ვნებანი, შეცთომილებანი და ბოროტმოქმედებანი მხოლოდ ჩვენს შებრალებას იმსახურებენ. ამრიგად, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ზომიერ-ჰყავ საკუთარი თავისადმი სიყვარულის მგზნებარება მოყვასისადმი სიყვარულით. ნუ გაუკეთებ და ნუ უსურვებ სხვას იმას, რასაც არამც და არამც არ უქმნიდი და არ უსურვებდი საკუთარ თავს… აი, მაგალითად, გტკივა, როცა დაგცინიან? – მაშ, შენც ნურავის დასცინებ და აიგდებ აბუჩად. ანდა, გიმძიმს, როცა არავის სურს შენი მწუხარება გაიზიაროს? – მაშ, შენც იჩქარე, რათა შენი მოყვასის უბედურება გაინაწილო! და მარადის იმას ეცადე, რომ ის უქმნა სხვებს, რასაც თავად ისურვებდი, რომ გიქმნან.

Загрузка...
Загрузка...