როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების გამოხატვა

Загрузка...

არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ ბიჭებს ყოველთვის უჭირთ ემოციების გამოხატვა და ეს ,,კაცის საქმე არაა”. მაგრამ ცდებით, მგრძნობიარე ხასიათი მამრობითი სქესისთვისაც ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა ზოგჯერ რთული პროცესია ეს ადამიანისთვის და ასეთ შემთხვევაში სხვანაირი მიდგომა სჭირდება მოწონების ობიექტს. ამ შემთხვევაში ჩვენი რჩევები გოგონებისთვისაა და ბიჭებთა ურთიერთობასა და მათ ემოციურ გახსნაზეა მიმართული.

1.იყავით სენსიტიური

თანაგანცდა გამოიმუშავეთ მის მიმართ და პატივი ეცით მის ხასიათს. შესაძლოა თავადაც რთულ მდგომარეობაშია, როდესაც ემოციებს საჭირო დონეზე ვერ ავლენს, ამიტომ აგრძნობინეთ – ეს ტრაგედია არ არის და თქვენი თანადგომის იმედიც ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

SENSITIVE gif-ის სურათის შედეგი

2. ნუ ივარაუდებთ არასასურველ მოვლენებს

მისი ხასიათი იმ კითხვის გაჩენის საბაბს არ უნდა გაძლევდეთ, მას მოსწონხართ თუ არა. მას თუ პირდაპირ თქმა, უშუალო საუბარი და გრძნობების გამოხატვა უჭირს, ამას თავიდანვე შეამჩნევთ, ურთიერთობის საწყისშივე, და ამიტომ ხელი შეუწყეთ მაქსიმალურად, გამოიჩინეთ ინიციატივები და მისი რეაქციებიდან გამომდინარე შეიტყობთ სიმართლეს.

3. გამოხატეთ ემოციები

მან შეიძლება ვერ გაბედოს მოსვლა და ჩახუტება, შესაძლოა რაღაცამ შეაფერხოს. რამ? ისევ ემოციურმა შებოჭილობამ. ამიტომ თუ თქვენთვის ემოციები მნიშვნელოვანია, გადადგით ამ საკითხშიც პირველი ნაბიჯი, ხელი მოკიდეთ, უნებურად შეეხეთ, თავი დაადეთ მხარზე ან სხვა.

RECOGNISE AFFECTION gif-ის სურათის შედეგი

4. აგრძნობინეთ, რომ თქვენთან დალაპარაკება შეუძლია

არ გამორიცხოთ წარსულის ტრავმები, შეიძლება ვინმე ახლობელი დაკარგა ან მისი წინა ურთიერთობა საშინელი გამოცდილება იყო მის ცხოვრებაში. უთხარით, რომ თქვენთან ყველაფერზე შეუძლია საუბარი და მუდმივად გამოხატეთ მზაობა მისი მოსმენის. ამას მალევე იგრძნობს და მეტად თავისუფალი გახდება.

let's talk gif-ის სურათის შედეგი

5. იყავით მომთმენი

ზოგჯერ ადამიანები კედლებს აშენებენ, ბარიერებს აგებენ, თითქოს ამით თვითდამცავ ფუნქციას იმუშავებენ. თუკი დიდი ხანი არ იქნებით ერთად, თუ მოთმინება გიღალატებთ, ის მალევე მიხვდება, რომ თქვენი ნდობა არ ღირს და თავის სამყაროში არასდროს შეგიშვებთ. ძალით ამ კედელს ვერ დაანგრევთ, თუ ნამდვილად მოგწონთ ის, მოთმინეთ და შემდგომ ერთობლივი ძალებით ჩამოშალეთ. როცა დაინახავთ, რომ რაღაცის გამხელა უნდა ე.ი. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და მისი მცდელობებიც სათანადოდ უნდა დაფასდეს.

i'm patient gif-ის სურათის შედეგი

Загрузка...
Загрузка...