20 მეთოდი, რითიც ბიჭს ყურებამდე შეაყვარებთ თავს

Загрузка...

სიყვარული ბრუნვადია, უსასრულო ყურადღების საგანი, დაუვიწყარი გამოცდილება. ორმხრივი სიყვარული კი – კომენტარსაც არ საჭიროებს მისი ჯადოსნურობის აღსაწერად. გადავწყვიტეთ ხელი შევუწყოთ ორმხრივობის გაღრმავებას, იმას, რომ ადამიანი (ამ შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი) მარტო არ დარჩეს ამ გულგანმგმირავ მოვლენასთან და სრულყოფილი თავგადასავლისთვის თავადაც უპირობოდ შეიყვარონ. ამიტომ გთავაზობთ 20 გზას, რომლის ბილიკებსაც თვალდახუჭული უნდა გაჰყვეთ, ეს ყველაზე მინიმუმია, რის გაღებასაც სიყვარული საჭიროებს.

1.იყავით საკუთარი თავი

თუ ყალბი იქნებით, აზრი არ აქვს, გინდაც მან შეგიყვაროთ, მაინც არ შეუყვარდება სწორი ადამიანი, მაინც სიცრუეში მოუწევს ცხოვრება. ასე რომ, ეს უმთავრესი ქეისია.

 

2. გაიუმჯობესეთ ვიზუალური ეფექტი

ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულის წასვლამდე უნდა იშიმშილოთ ან ტონობით ახალი ტანსაცმელი იყიდოთ. საკმარისია უბრალოდ მოუაროთ თავს, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთოთ და გაიღიმოთ.

 

3. მოუსმინეთ

ბიჭებს უყვართ თავიანთ ცხოვრებაზე საუბარი და საკმაოდ მიმზიდველად მიაჩნიათ ის გოგონები, ვისაც მათი მოსმენა შეუძლია. მიეცით უფლება წაიყვანოს კომუნიკაცია და მის დასმულ შეკითვებსაც შესაბამისად უპასუხეთ.

 

4. ბევრი იცინეთ

კარგი იუმორის გრძნობა იმაზე მძლავრი იარაღია ბიჭის გულის დასაპყრობად, ვიდრე თქვენ გგონიათ

 

5. გქონდეთ კარგი დამოკიდებულება

არავის მოსწონს ნეგატიური ადამიანები, ეცადეთ სამყაროს მიმართ დადებითი განწყობები გქონდეთ და მასაც გადასდოთ ეს.

 

6. იყავით თბილი

არასდროს იუხეშოთ, ეს დამღუპველია. მაქსიმალურად აჩვენეთ თქვენი სინაზე, გამოავლინეთ თბილი დამოკიდებულება და ეცადეთ მუდმივად გააბედნიეროთ ამით.

 

7. იფლირტავეთ

ურთიერთობის დაწყებიდან მის გაღრმავებამდე, მუდამ ეცადეთ გაეპრანჭოთ, იფლირტავოთ მასთან და ამით განახლოთ თქვენი სიყვარული.

 

8. იყავით განსხვავებული

ეს შესაძლოა ჩაცმის სტილშიც გამოიხატოს, დროებით გადადეთ გვერდზე ის, რაც მოდაშია და ჩაიცვით ძველი, მაგრამ ლამაზი სტილის ტანსაცმელი, რაშიც კომფორტულად იქნებით. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს უნიკალურობას.

 

9. მოიქეცით მახვილგონივრულად

არ მოისულელოთ თავი, ეს ბიჭებს აღიზიანებთ. იყავით როგორიც ხართ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თავდაჯერებულობა ძალიან მიმზიდველი თვისებაა. ამიტომ იყავით გონვრულნი, რომ არ იყოთ სასაცილონი.

10. ინიციატივა გამოიჩინეთ ფიზიკური კონტაქტისას

ბიჭებს უყვართ ფიზიკური შეხება. ჩაეხუტეთ სპონტანურად, ხელი მოკიდეთ, აკოცეთ – გააჩნია თქვენი ურთიერთობის ეტაპებს.

 

11. გაუმასპინძლდით

ძველი გამოთქმაა, რომ კაცის გული კუჭზე გადის. რა თქმა უნდა გადაჭარბებულია, თუმცა ფაქტია, რომ მათ უყვართ გემრიელად ჭამა, ასე რომ, გაანებივრეთ, რას კარგავთ.

 

12. მიეცით თავისუფლება

ნუ დაახრჩობთ ყურადღებით, თავისუფალი სივრცე ორივეს გჭირდებათ.

 

13. მიეცით დრო, რათა თავად დაგირეკოთ

დროდადრო მცირე უყურადღებობით ,,დასაჯეთ”. ამ დროს თავად აიღებს თავზე ინიციატივებს და მეტად იფიქრებს თქვენზე

14. სარკისებურად გაიმეორეთ მისი მოქმედებები

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ შიგადაშიგ გამოსაყენებლად საკმაოდ ეფექტური თამაშია. მაგალითად, თუ სუფრასთან სხედხართ და ის იდაყვს დადებს მაგიდაზე, ხუთი წამის შემდეგ იგივე გააკეთეთ, ეს არაცნობიერ კავშირს ზრდის თქვენს შორის.

 

15. თვალებით იკონტაქტეთ

მოიპოვეთ ნდობა, მიანათეთ თქვენი ლამაზი (ფერს არ აქვს მნიშვნელობა) თვალები, დაიპყარით მზერით და აიძულეთ შეგიყვაროთ.

 

16. ნუ დაანახებთ სასოწარკვეთილებას

თუნდაც არ იყოთ რამეში თავდაჯერებული, ნუ დაპანიკდებით, მშვიდად დაიწყეთ კეთება, შეინარჩუნეთ ბუნებრივობა და არ მისცეთ თქვენს ინსტიქტებს ხელის შეშლის უფლება.

 

17. დაიმსახურეთ ნდობა

ბიჭებს უყვართ სანდო ადამიანები, განსაკუტრებით კი ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს. შეინახეთ მისი საიდუმლოებები, მის მიერ მონაყოლი ამბები და სხვებთან ნურაფერს განიხილავთ, ყველაფერი თქვენს შორის დატოვეთ.

 

18. დაიტოვეთ პატარა საიდუმლოებები

ნუ იქნებით გადაშლილი წიგნი, ცოტაოდენი მისტიკა ყოველთვის მიმზიდველია, ასე უფრო საინტერესო ტიპაჟი გამოჩნდებით.

 

19. მხარი დაუჭირეთ მის ინტერესებს

ეს უმთავრესია, გაიზიარეთ მისი ჰობი, ინტერესი, სამოყვარულო საქმიანობები, პროფესიული წიაღსვლები. ყოველ ნაბიჯზე აჩვენეთ მხარდაჭერა და გაამხნევეთ, ეს უდავოდ დაგიფასდებათ.

 

20. შექმენით ინტიმური გარემო

გამოიჩინეთ ინიციატივები ფიზიკური კონტაქტისას, სექსუალურ ურთიერთობებში და უფრო მეტად გაამყარეთ თქვენი ურთიერთობა. აგრძნობინეთ, რომ გიზიდავთ.

Загрузка...
Загрузка...