15 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ,,ქრაშს” სხვა მოსწონს

Загрузка...

ეს რჩევები ყველასთვისაა განურჩევლად სქესისა და გენდერისა, ვინაიდან უპასუხო სიყვარული ბევრი ადამიანის ტკივილია. ჩვენ ვიტანჯებით, ვცდილობთ გამოვხატოთ გრძნობები, უარისაც გვეშინია და ბოლომდე არც ილუზიების დანგრევა გვსურს. ამიტომ სჯობს უფრო უკეთ დავაკვირდეთ ამა თუ იმ სიტუაციას, რათა თუ ბედნიერებას ვერ მოვიპოვეთ, თავი მაიც არ მოვიტყუოთ. ასე რომ, შეისწავლეთ ჩამოთვლილი ნიშნები, დასტურად იმისა, რომ თქვენი ტრფობის ობიექტს, სამწუხაროდ, სხვა მოსწონს.

1.სხვა მხარეს ყურება

თუ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დაინახეთ, თქვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მისასალმებლად გაეშურეთ ერთმანეთისკენ, დააკვირდით, საით იყურება? და რამდენ ხანს გრძელდება ეს სხვაგან ყურება? იქნებ სხვა ადამიანი დაინახა ან უბრალოდ სხვა მოსწონს და ქვეცნობიერი სიგნალია, რომ თქვენ დიდხანს არ უნდა გიყუროთ? ან შეიძლება უბრალოდ გაიხედოს სხვა მხარეს. კარგად დააკვირდით.

2. საუბარი

თუ თქვენს სიახლოვესაა მაგალითად, გვერდით გიზით რაიმე დაწესებულებაში ყოფნისას, და სხვას ესაუბრება ან ეძებს სასაუბრო ობიექტს, ესეც ნიშანია, რომ მისთვის მიმზიდველი არ ხართ.

3. ყურადღება

გაქცევთ თქვენი ,,ქრაში” ყურადღებას, როცა დიდ წრეში ხარ? თუ ადვილად ავიწყდებით? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ყურადღება გადამწყვეტია.

4. საუბრობს შეყვარებულზე

სხვა გოგოზე ან ბიჭზე საუბრობს? გასაგებია ყველაფერი.

5. იგნორირება

იცის, რომ მოგწონთ, მაგრამ მაინც სხვასთან ურჩევნია დროის გატარება? სჯობს დაივიწყოთ

6. გარეგნობა

როცა დიდ დროს უთმობს გარეგნობაზე ფიქრს, თუმცა იცით, რომ ამას თქვენთვის არ აკეთებს, უკან დაიხიეთ, გრძნობები ჩაახშეთ და დაივიწყეთ

7. არა ოჯახის წევრი

შემჩნეული გყავთ სხვა ადამიანთან ერთად, და გცოდნიათ, რომ ის ადამიანი მისი ნათესავი ან ოჯახის წევრი არაა?

8. უარი

შეგითავაზებიათ სადმე წასვლა და მიგიღიათ უსაფუძვლო უარი? გილოცავთ, მომდევნო მცდელობაზე იმავეს მიღებთ.

9. თავის არიდება

არ პასუხობს თქვენს ზარებს, იმ დროს როცა თქვენი მეგობრების მიერ დარეკილს პასუხობს?

10. საიდუმლო

ამჩნევთ, რომ რაღაცას მალავს, როცა ერთად ატარებთ დროს? ალბათ, არ სურს ასე პირდაპირ გატკინოთ გული.

11. გუმანი

ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ იგრძნოთ, რომ თქვენს სატრფოს სხვა მოსწონს. გრძნობთ ამას?> ამიტომ გაამახვილეთ ყველა დეტალზე ყურადღება და დარწმუნდით სიმართლეში.

12. უბრალოდ მეგობრები

გაუცნიხართ ვინმესთვის, როგორც მეგობარი ან იმეორებს ხშირად თქვენს სტატუსს? ამით ხაზგასმა სურს, რომ მეტის იმედი არ უნდა გქონდეთ.

13. რჩევები

გეკითხეათ ურთიერთობის თემებში რჩევებს? ცხადია, ეს სხვისთვის სჭირდება.

14. ახალი ინტერესები

თუ უეცრად ახალი ჰობი უჩნდება ან ახალი ინტერესის საგანი, დიდი შანსია, რომ ეს ვიღაცამ შთააგონა.

15. ეჭვიანობა

თუ მსგავსი ფრაზები დაიწყო: ,,რატომ არის ის მასთან”? ,,უკეთესი ეკუთვნის” ან მსგავსი, დარწმუნებული იყავით, რომ ეჭვიანობს იმ მესამე ადამიანზე. თქვენ შეგიძლიათ ან ჩამოშორდეთ როგორც სასიყვარულო ობიექტს ან გუნდრუკი უკმიოთ მის ტანჯვას.

Загрузка...
Загрузка...