2 და 15 იანვრის ტრადიციები ადრე და ახლა – რა ისტორია აქვს ბედობის დღეს?

Загрузка...

საქართველოში ყოველ ბედობას 2 და 15 იანვარს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.

ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა “კაიფეხის” პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული “მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ.

საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ – 2 იანვარს და 15 იანვარს.

 

წყარო: “ნიუპოსტი”

Загрузка...
Загрузка...