9 ჯადოსნური ბუნებრივი საშუალება მენსტრუაციული ტკივილებისთვის

Загрузка...

გსმენიათ ამ საშუალებებზე? ალბათ არა თუ იმ იღბლიან ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც ეს პერიოდი უმტკივნეულოდ გადააქვს. სხვები კი ტკივილგამაყუჩებლებს უშედეგოდ ვიღებთ, თუმცა არაფერი იცვლება, ყოველ თვე ერთი და იგივე მეორდება. ამიტომ ცოტა ჯადოქრობაც გავურიოთ არასასიამოვნო შეგრძნებების დასამარცხებლად, თანაც ბუნებრივი ჯადოქრობა.

1.გვირილა

ერთ-ერთი გამორჩეული ანტისპაზმატური საშუალება, თან საკმაოდ არომატული. უბრალოდ მისი ჩაი დააყენეთ 10 წუთი და შემდეგ მიიღეთ, როცა ტკივილი შეგაწუხებთ.

2. ტკბილი ცერეცო

ცერეცოს გარდა იმისა რომ კუნთების ტკივილს ამცირებს, ციკლის სიმძიმესაც ამსუბუქებს, შესაძლოა უფრო მალე დასრულდეს თქვენი ტანჯვა.

3. მაგნიუმი

თევზი, მწვანე ბოსტნეული და შავი შოკოლადი.. ეს არის მაგნიუმით სავსე ძირითადი პროდუქტები, რაზეც ციკლის დროს უნდა ინადიროთ.

4. ჭინჭარი

მისი ნაყენი ან მისგან დამზადებული პროდუქტები პერიოდის ტკივილების გარდა, ზურგისა და წელის კუნთებსაც აძლევს შვებას.

5. ა ვიტამინი

ცხიმში გახსნილი სტაფილო უნიკალური საშუალებაა, უბრალოდ სცადეთ.

6. კოჭა

ტკივილებთან ერთად თუ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ან დიარეა, კოჭა სწორი მისწრებაა.

7. შავბალახა

საშვილოსნოს სპაზმებისთვის უებარი წამალია, ასევე შველის მუცლის კუნთების ტკივილს და ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს.

8. ტკბილი მაიორანი

ტკბილი მაიორანი ეფექტური ეთეროვანი ზეთი, რომელიც პრაქტიკულად, პერიოდის თანმხლებ, ყველა სიმპტომს უმკლავდება.

9. ომეგა 6

ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლო ძალებით ავსებს ქალის ორგანიზმს, ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს და დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციებზე. მიიღეთ და შეამცირეთ რამდენიმე დღიანი ტანჯვა.

Загрузка...
Загрузка...