როგორ ჩამოვიშოროთ არასასურველი ნათესავები

Загрузка...

ქორწილები, დაბადების დღეები, სამსახურების ცვლა, სკოლისა თუ უნივერსიტეტის დამთავრება, არდადეგები და სხვა მსგავსი მოვლენები თქვენთვის სიამოვნების მომტანი უნდა იყოს და არა – შემაწუხებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, არასასიამოვნო სტუმარმა შეიძლება მხიარულება ტანჯვად გადაგიქციოთ. მით უმეტეს, თუ ამ ნაცნობთან სისხლით ნათესაობა გაკავშირებთ და მათი პირდაპირი ჩამოშორება არ გამოდის. გთავაზობთ სტრატეგიებს, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ამ დიდ პრობლემას:

1.აირჩიეთ მოქმედებათა მიმართულება

შეიძლება ,,ცუდი ბიჭის” ან ,,ცუდი გოგოს” იარლიყი მოგეკეროთ. თუკი გააუქმებთ იმ მოსაწვევს, რომელიც მათ გაუგზავნეთ, შეიძლება თქვენი ურთიერთობა საფრთხის წინაშე დადგეს. მაგრამ თუ თქვენ ეს არ გადარდებთ, მოიქეცით ცუდი ადამიანივით, მთავარი თქვენი ინტერესებია.

2. ჩამოწერეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები

განსაზღვრეთ, გაკავშირებთ ამ ადამიანებთან რაიმე ემოციური? თუ მთლიანად სულერთია ის თქვენთვის? თუკი მაინც არ გინდათ მისი ბოლომდე წყენინება, იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ თავიდან დაპატიჟოთ ის. თუმცა მთავარი ის არის, რომელი გადაწონის – დადებითი მხარე თუ უარყოფითი. ეცადეთ ეფექტურად გამოძვრეთ სიტუაციიდან.

3. იკითხეთ რჩევები

შეეკითხეთ თქვენს ოჯახის წევრს ან მეგობარს – როგორ მოიქცეოდა ის თქვენ ადგილას, მოუყვანეთ არგუმენტები თუ რატომ არ გსურთ კონკრეტული ადამიანების დაპატიჟება, ახსენით თალსაჩინო მიზეზებ და გაუკეთეთ სიტუაციას სწრი ანალიზი. ისევდაისევ მთავარი თქვენი ინტერესებია.

4. იყავით გულწრფელი ნათესავებთან

თუ შესაძლებელია, უპირატესობა მიანიჭეთ პირისპირ საუბარს. დაპატიჟეთ სადმე, ცალკე რომ ესაუბროთ და დელიკატურად უთხარით, რასაც ფიქრობთ. არ დაძაბოთ სიტუაცია, უბრალოდ აუხსენით რა არ მოგწონთ და რის შეცვლას ისურვებდით. ან იმ მიზეზებზე ესაუბრეთ, რის გამოც ,,მათი ხალხში გამოჩენა სირცხვილია”. უთხარით, რომ თქვენ სხვა ტიპის ადამიანი ხართ და რაღაცებზე თვალს ვერ დახუჭავთ.

5. არ იჩხუბოთ, მშვიდად ისაუბრეთ

უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ ტექსტიც და საუბრის ტონიც, არგუმენტებიც და ჟესტებიც, მოკლედ ყველაფერი

6. არ მოიბოდიშოთ

 ,,მაპატიე”, ,,ვწუხვარ”, ,,ბოდიში”, ის სიტყვებია, რომლითაც სიგნალს გზავნით, თითქოს დამნაშავე ხართ. ეს გააბათილებს თქვენს მიერ მოყვანილ ყველანაირ არგუმენტს და ეგონებათ, რომ თქვენშია პრობლემა და ცუდი საქციელის გამო პატიებას ითხოვთ. ნაცვლად ამისა თქვით ,,არ მინდა გეწყინოთ”, ,,არ მინდა რამე ცუდად გაიგოთ” ან სხვა.

7. შეინარჩუნეთ სიმშვიდე

თუ ის რაიმეზე გაბრაზდა, არ აჰყვეთ, დაელოდეთ როდის დამშვიდდება ან უბრალოდ უთხარით, რომ მისი გესმით, თუმცა თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთი საუკეთესო გამოსავალია.

8. აუხსენით, რომ სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია

ეს კარგი არგუმენტია და კონკრეტული, რაც მთავარია. დაუსახელეთ განსაზღვრული ციფრი და იმ ადამიანთა ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ თქვენს წვეულებაზე. ასე გაამყარეთ მისი არდაპატიჟების მიზეზები.

9. თქვით, რომ სხვა ადამიანებსაც უთხარით უარი

ასე გარიყულად და იზოლირებულად ნაკლებად იგრძნობს თავს

10. იყავით მტკიცე თვითდაპატიჟებულთა მიმართ

ზოგი ნათესავი თვლის, რომ თუ მისი ოჯახის წევრი სადმე დაპატიჟებულია, ისინიც ავტომატურად ითვლებიან სტუმართა სიაში. ამ შემთხვევაში უშიშრად უთხარით, რომ მისი ადგილი არ გქონდათ გათვალისწინებული და სხვა დროს აუცილებლად დაპატიჟებთ თქვენთან (პირობას რამდენად შეასრულებთ, ეგ უკვე თქვენზეა)

Загрузка...
Загрузка...