10 ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც შაქრის მიღების სურვილს დაგიხშობთ

Загрузка...

ყველამ ვიცით, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მიღება ცუდი აზრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა წონის დაკლება გსურთ. ბევრი შაქრისშემცველი პროდუქტი დაბალი ნოყიერებით გამოირჩევა და არცთუ ისე ჯანმრთელი არჩევანია. თუმცა, საუბედუროდ, ეს პროდუქტები იმდენად მიმზიდველია, უარის თქმა ძნელად გამოგვდის. ამიტომ თუ არ გვსურს ჩვენს სისხლში შაქრის დონე გაიზარდოს, სჯობს, ვისწავლოთ არაჯანსაღი საკვების ჯანსაღით ჩანაცვლება. ასე გემოს რეცეპტორებსაც დავიკმაყოფილებთ, შაქრის ნორმასაც მივიღებთ და არც ჯანმრთელობას დავიზიანებთ.

1.შოკოლადში ამოვლებული მარწყვი

ეს საკმაოდ გემრიელი დელიკატესია, საკმაოდ ნოყიერიც. შაქრის შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ შოკოლადზე უარი უნდა თქვათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხილთან ერთად მიირთმევთ.

2. ბერძნული იოგურტი

ეს სრულყოფილი გემო ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ და არ ინანებთ. შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს და მისი ჭამისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ თითქოს ძალიან ბევრს მიირთმევთ, ანუ კუჭი სიცარიელეს აღარ განიცდის. გაყინეთ იოგურტი, ჩაყარეთ მასში დაჭრილი ბანანი და აურიეთ კენკრის წვენში.

3. შოკოლადიანი რძე

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ვარჯიშის შემდგომ ერთი ჭიქა შოკოლადიანი რძის დალევა დიდებული რამ არის. ამასთან ის ამცირებს შაქრისკენ მიდრეკილებას, მის ძლიერ სურვილს, რადგანაც ტკბილი პროდუქტია. ასე რომ, წახემსების ჟამს მიაკითხეთ სუპერმარკეტს და იყიდეთ აღნიშნული გემრიელობა.

4. მარცვლეული

ამას ვერ გაექცევით, კალციუმის, ცილების ვიტამინ დე-ს და სხვა ბევრი ნივთიერების ნამდვილ ბუდეს.

5. არაქისის კარაქი

ამ კალორიულ პროდუქტს ისეთი სიმსუყე აქვს, ბევრს ფიზიკურად ვერ მიირთმევთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისი იქნება, რომ შაქრისკენ მიდრეკილება დაგიოკოთ. უბრალოდ წაუსვით პურზე, ჩაკბიჩეთ და დაელოდეთ.

6. გამომცხვარი ვაშლი

ვაშლის უბისკვიტო ნამცხვარი იდეალური არჩევანია. გახეხეთ ან დაჭერით ვაშლი, დაამატეთ ცოტა შაქარი და მიეცით ფორმები. ან უბრალოდ კოვზით ჭამეთ, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ.

7. გაყინული ყურძენი

როცა ტკბილი გინდათ მიიღოთ, ყურძენი ერთ-ერთი უალტერნატივო პროდუქტია. უმჯობესია თუ გაყინულს მიირთმევთ, რადგან ამ დროს შეგეძლებათ პორციების კონტროლი.

8. TRAIL MIX – მშრალი იოგურტი

ეს პროდუქტი დაფასოებულადაც იყიდება და შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ, როცა ხემსის დრო მოვა. აურიოთ ერთმანეთში რაიმე ხილის ჩირი, თხილეული, ცოცხალი ხილი და ა.შ. და მთელი დღის მანძილზე მიირთვათ

9. ზღვის მარილის კრეკერები და არაქისის კარაქი

მშვენიერი დუეტი გემრიელი გამოკვებისთვის. უბრალოდ ეცადეთ ბევრი არ მოგივიდეთ, ორივე ბევრს კილოკალორიას შეიცავს

10. ბანანის ნაყინი

გაყინული ბანანი ან თუნდაც გამლღვარი უკვე ნაყინის ასოციაციებს იწვევს. უკეთესიცაა ნაყინზე, რადგან გაცილებით მცირე კალორიებს შეიცავს და შაქრის რაოდენობაც ბევრად ცოტაა მასში. მეტი მადისაღმძვრელობისთვის შეგიძლიათ ცოტა კაკაო დაამატოთ ან მარწყვი.

Загрузка...
Загрузка...