7 რჩევა ხარისხიანი ფოტოების გადასაღებად – როგორ დავემსგავსოთ ცნობილ ფოტო-ბლოგერებს

Загрузка...

ყველას გვიყვარს ხარისხიანი ფოტოების ყურება, რომლებიც პინტერესტზე ან თამბლერზეა განთავსებული. ალბათ ხშირად გვდომებია მსგავს სურათებზე საკუთარი თავის არეკლვა ან ჩვენით გადაღება. ეს არც ისე რთული საქმეა თუკი ერთხელ ისწავლით. გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, მიჰყევით და ლამაზი სურათების შექმნა თქვენთვის მიუღწეველი მისია აღარ იქნება:

1.შეარჩიეთ აპლიკაცია

უამრავი აპლიკაცია არსებობს კამერასა თუ მობილურში, რომლებიც სპეციალურად ფოტოების გასალამაზებლადაა შექმნილი. არ მოგწყინდეთ არჩევის პროცესი, სანამ საუკეთესოს არ იპოვით.

2. შეარჩიეთ ფონი

ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა თუ სრულყოფილად ლამაზი ფოტოები გსურთ, ყველაფერი უნდა აითვალისწინოთ. ეცადეთ ლამაზ ადგილას გადაიღოთ სასურველი თემატიკის ფოტოები.

3. შეარჩიეთ ერთი ეფექტი

ძალიან ნუ გადატვირთავთ ფერთა მრავალფეროვნებით სურათს, უმჯობესია ერთი შეარჩიოთ, რომელიც ყველაზე კარგად მოუხდება სურათის შინაარსს.

4. შეარჩიეთ პოზა

როგორც გემხსოვრებათ, ცნობილი ფოტომოდელები რასდროს უყურებენ კამერას პირისპირ, ხშირ შემთხვევაში პროფიში იყურებიან ან გაურკვეველი მიმართულებით. ან უბრალოდ იცნიან მეგობრების წრეში. ასე რომ, ვისაც უღებთ, ,,უბრძანეთ” არ უყუროს კამერას და რაც შეიძლება ბუნერივად მოიქცეს.

5. პოსტეთ მუდმივად

ნუ მოიქცევით ზარმაცი ბლოგერივით, რომლებიც ერთ დღეს დადებენ ფოტოებს და შემდეგ კვირობით იკარგებიან. თქვენს ,,მიმდევრებს” მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რათა პოპულარობა არ დაკარგოთ.

6. ყურადღება გაამახვილეთ ფერებზე

ფერები ყველა ბლოგერისთვის მნიშვნელოვანი დეტალია, პირველად სწორედ ეს იზიდავს პოტენციური ფოლოუერის თვალს. დარწმუნდით, რომ ფერთა გამა ნათლად იკითხება თქვენს ფოტოებზე და, რაც მთავარია, სურათის შესაბამისად.

7. გადაიღეთ ახლო კადრები

ფერების გარდა ყურადღება ექცევა კადრების მკაფიოობას. თუ პოტენციურმა მიმდევარმა ვერ გაარჩია ფოტოს გამოსახულება, ის არც გამოგყვებათ, თუ აბსტრაქციის დიდი მოყვარული არაა. ხშირად ეცადეთ, ახლოდან გადაიღოთ სურათები, საკმაოდ კომფორტული სამუშაოა ეს ნებისმიერი ფოტოგადაღების მოყვარულთათვის.

 

Загрузка...
Загрузка...