რჩევები გოგონებისთვის, ვისაც სურს უფრო მოდური გახდეს

Загрузка...

ჩაცმის სტილი ეს ისაა, რაც გარეგნობასთან ერთად პირველ რიგში იქცევს ყურადღებას. გემოვნებით შერჩეული დეტალები შეუდარებელს გაგხდით, დაწყებული უბრალო მეგობრული შეხვედრებიდან დამთავრებული სამსახურის ინტერვიუებით. მიჰყევით ამ ინსტრუქციებს და გახდით მოდის პატარა დედოფალი.

1.აქსექსუარებით

სამკაულს შეუძლია დაუყოვნებლივ შეცვალოს მთელი ტანსაცმლის ვიზუალი, ასევე თქვენი იმიჯისაც. თუ გეჩქარებათ სადმე და მოსაკაზმავად ბევრი დრო არ გაქვთ, უბრალოდ პატარა აქსესუარი აიღეთ და თქვენს სტილს ასე გაუსვით ხაზი.

2. შერევა

ზოგჯერ შეიძლება რაღაც მოგვეწონოს სხვის ჩაცმულობაში ან სტილში, მარა ვერ მივხვდეთ ერთი შეხედვით, თუ რა არის ეს განსაკუთრებული რამ. ამ დაბნეულობას იწვევს სტილთა არევა. მაგალითად ჯინსის ქურთუკი და კლასიკური ყელსაბამი, კლასიკური კაბა და კედები, და მსგავსი ჩახლართული კომბინაციები გამორჩეულს გაგხდით

 

3. ფერები

თუ გარდერობში იყურებით და მხოლოდ ერთ ფერს ხედავთ, ესე იგი, ახალი უნდა დაამატოთ. რა თქმა უნდა, რაც თქვენთვის მოსაწონი და კომფორტულია და რაც უმთავრესია უნდა გიხდებოდეთ.

4. ან მხოლოდ ერთი

ან შეგიძლიათ არ შეურიოთ ფერები და მთლიანად მონოქრომატულად გამოეწყოთ. დღეების მიხედვით განსაზღვრეთ, როდის რა გირჩევნიათ.

5. განსხვავებული ქსოვილები

სცადეთ ორი სრულიად განსხვავებული მატერიის ერთმანეთში არევა, მათგან ერთი შესაძლოა ნაქსოვი იყოს, მეორე კი ზაფხულში ჩასაცმელი. ეს ძალიან ორიგინალური გადაწყვეტაა.

6. ქუსლები

ქალები ცდილობენ რაც შეიძლება იშვიათად ჩაიცვან ქუსლიანი ფეხსაცმელი, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი უნიკალურობა – მოუხდეს ნებისმიერ ტანსაცმელს (გარდა ადიდასის სპორტულებისა). მიუხედავად არცთუ ისე დიდი კომფორტისა, ეცადეთ პერიოდულად მაინც ჩაიცვათ და ხაზი გაუსვათ თქვენს სილამაზეს.

Загрузка...
Загрузка...