ტანსაცმლის ტიპები გოგონებისთვის, რომლებსაც პატარა მკერდი აქვთ

Загрузка...

 ბევრ ქალს არ აბედნიერებს ის ფაქტი, რომ მათ საკმარისად დიდი მკერდი არ აქვთ. მაგრამ ეს არც ისე დიდი პრობლემაა თუკი შესაბამის ტანსაცმელს შეარჩევთ. ისეთს, როგორშიც საკუთარი სხეული თავიდან შეგიყვარებათ.

1.მაღალყელიანი ზედები

ბევრისთვის ეს არ არის საუკეთესოდ შერჩეული სტილი, ვისაც დიდი მკერდი აქვს, მათ ტანზე უხერხულად იკუმშება დახვეული და ლამაზი ყელის მქონე ტანსაცმელი. პატარა მკერდის პატრონებს კი ნამდვილად გაუმართლათ.

2. არც გულამოღებულების შეგეშინდეთ

დაბალყელიანი ზედებიც თქვენთვის უდავოდ კომფორტის ზონაა. დიდი მკერდის მქონეები ხშირად უხერხულობას განიცდიან მსგავსი სტილის ზედებში, ამ მხრივაც იღბლიანი ტუზი თქვენ გეცემათ.

3. ამოჭრილი ზურგი

თუკი ზემოთჩამოთვლილი ვარიანტები არ მოგწონთ, აქცენტი ზურგზე გააკეთეთ. ეს საკმაოდ მიმზიდველი სტილია ქალებში და ნებისმიერ თვალს დაატკბობს.

4. სამკაული

თუ ვერ ენდობით იმ სტილის ზედას, რომელიც გაცვიათ, მკერდის მიდამოები შეგიძლიათ ლამაზი აქსესუარით ან სამკაულით დაამშვენოთ.

5. მჭიდრო ტანსაცმელი

ცხადია, ფართო ტანსაცმელის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მით უმტეს, რომ ძალიან კომფორტულია, მაგრამ მორგებული ნამდვილად შესანიშნავი ვარიანტია. ხშირად დიდი მკერდის მქონეები ერიდებიან ამ სტილის ,,შეწუხებას”, პატარა ფორმების პატრონები კი აქაც კომფორტულად გრძნობენ თავს.

6. ღია ტრენდი

ვერც წარმოიდგენთ როგორ გაგიმართლათ თუკი ამ სტილის მოყვარული ხართ და თან პატარა მკერდი გაქვთ. ეს უდავოდ შესანიშნავი არჩევანია, თანაც ძალიან ლამაზი, პლუს ამას არცთუ ისე კომფორტული დიდი ზომის მკერდის მქონეებისთვის.

7. მასკულინური ტრენდი

ქალები იმდენად მიეჩვივნენ მასკულინურ ტანისამოსს, რომ უკვე ესეც ფემინურ სტილში დამკვიდრდა. მამაკაცებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ხშირად გაცილებით კომფორტულია და ყველა ქალი საყვარლად გამოიყურება მასში. განსაკუთრებით, ვისაც საკუთარი  ფორმების წარმოჩენა არ სურს.

Загрузка...
Загрузка...