სამსარა,დოკუმენტური ფილმი,რომელიც თქვენს შეხედულებას ცხოვრების შესახებ სამუდამოდ შეცვლის

Загрузка...

სამსარა გადაღებულია 25 ქვეყანაში და მოიცვა 5 კონტინენტი.უდავოდ ეს არის უნიკალური ფილმი მას შემდეგ რაც 1992 წელს გადაიღეს ბარაკა.რონ ფრიკმა და მარკ მაგიდსონმა იციან თუ როგორ უნდა მიაჯაჭვონ მაყურებელი ეკრანებს.

სამსარა არის ფილმი,რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება მრავალი ემოციით.შეიძლება ასეც ვთქვათ,რომ სამსარა მედიტაციაა.ეს ფილმი სურათებით არის გაჯერებული,რომლებიც გვაიძულებენ ვიფიქროთ თუ რას ვჭამთ,როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიქცევით.
სამსარა ყოველ მხრივ გასაოცარი ფილმია.თუნდაც იმიტომ რომ მას 5 წლის განმავლობაში იღებდნენ და სულ 70 წუთიანია,მაგრამ ეს ჩვენი გონების უსაზღვროების გამოწვევა უფროა.
სამსარა ეს არის სიკვდილის და სიცოცხლის,მშვიდობის და ძალადობის,ნათელის და ბნელის ექსპოზიცია.

ეს არის ფილმი,რომელიც მაყურებელს თავიანთ ამბებთან აკავშირებს.
ფრიკმა და მაგიდსონმა შედევრი ფილმი მთლიანად მაყურებელსა და მათ ფიქრებს,ოცნებებს,ცხოვრებას მიუძღვნეს.
ბუდისტური მოძღვრების თანახმად ქვიშის მანდალა ადამიანზე დადებით გავლენას ახდენს,მის გარემოსა და ენერგიაზე პოზიტიურად მოქმედებს.ბერები ამ მანდალებით აღწევენ მედიტაციას.სამსარაში ერთ-ერთი დამამახსოვრებელი სცენაც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.ისინი მანდალებს ქვიშისგან ამზადებენ,მთელს ძალას დებენ თუმცა ბოლოში ამხსვრევენ.იცით რატომ? რადგან არაფერია მუდმივია.


ძნელია დათმობა და გაშვება.ჩვენ ვუფრთხით ახალ გამოწვევებს და ერთ ადგილზე ყოფნა უფრო მეტად გვხიბლავს.სამსარას ეს სცენა კი სწორედ იმ სიბრძნესა და სიძლიერეს გვაჩვენებს,რაც ყოველ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს

Загрузка...
Загрузка...