გვჭირდება თუ არადიპლომი იმისათვის,რომ განათლებულები ვიყოთ?

Загрузка...

დღეს ჩვენ ხშირად განვსჯით ადამიანს დიპლომით,მაგრამ გიფიქრიათ ამის შესახებ სიღრმისეულად?
სანამ მასზე პასუხს გასცემდეთ,წარმოგიდენთ პატარა მიზეზებს,რომლებიც დაგეხმარიან დასკვნაში

1.მაღალი განათლება ზოგჯერ სულ არ არის ფასეული

უდავოა ფაქტი,რომ კონკრეტული პროგრამების გავლა უფრო მეტად მომგებიანი და სასარგებლოა,ვინაიდან ამ დროს შენ გარანტირებული გაქვს გამოცდილება,რაც შენი დასაქმების პერსეპქტივას ბევრად ზრდის.ასე მაგალითად, ა.შ.შ ში 50 000$უნდა გადაიხადო 4წლიან პროგრამაში,რომელიც სწავლის მეტს არაფერს მოიცავს.
ამავდროულად,ყველა ერთმანეთის მსგავსი არ არის,სხვადასხვანაირი სწავლის მეთოდები და უნარები გააჩნიათ.ყველა ერთი მეთოდით ვერ ისწავლის და რაც მისთვის ოპტიმალური და სასარგებლოა,სჯობს ის აკეთოს და დრო ნაყოფიერად გამოიყენოს

2.ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ინტერნეტიდან

დღეს ჩვენ ინფორმაციულ ერაში ვცხოვრობთ.ჩვენი საუკენე სწორედაც რომ ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ასეთი ძლიერი კავშირით გამოირჩევა.ყველაფერი ყველასათვის ხელმისაწვდომია.ნებისმიერ თემატიკაზე ლექცია,ვიდეო გაკვეთილები,ლექციები,წიგნები,ლიტერატურა.ნებისმიერი სახის ინფორმაცია ყველა რეგიონში.ამ ყველაფრის გამოყენება კი მარტივად არის შესაძლებელი

3.არსებობს ბევრი უკვალიფიკაციო,მაგრამ წარმატებული ამბები

შენ თუ რამე ძალიან გინდა და შესაბამისად იმუშავებ,აუცილებლად მიაღწევ.ამას კი სულაც არ სჭირდება დიპლომი და მხოლოდ შენი მონდომებაც აკმაყოფილებს.ბევრი ისტორიაა ისეთი ადამიანების,რომელთაც სკოლა არც კი დაუმთავრებიათ,მაგრამ წარმატებულნი გამხდარან.

ელონ მასკი,თვითნასწავლი პროგრამისტი,გამომგონებელი და დამფუძნებელი “სივრცე X” ის.გარდა ამისა მარსის კოლონიზაციის იდეები მას ეკუთვნის.ამავდროულად მუშაობს ტესლას მანქანებზე,რაც ჩვენი საუკუნის ინოვაციაა.მან უნივერსიტეტი მიატოვა და როგორც თვითონ ამბობს წიგნების კითხვითა და კარგ საუბრებით მიაღწია ყოველივეს.

მაიკლ ფარადეი,იგი მაღაზიაში მუშაობდა და თავის მშობლებს ეხმარებოდა,თუმცა ბევრს კითხულობდა.მისი სახელი კი ელეტროენერგიას უკავშირდება.მეცნიერებაში დიდი ადგილი პოვა.

სტივ ჯობსი მთავარი დამფუძნებელი იყო ეფლის.მიუხედავას იმისა,რომ კოლეჯში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა,თავად შექმნა კომპიუტერი და ასეთი ძლიერი კომპანია დაარსა

Загрузка...
Загрузка...