როგორ შევარჩიოთ კარგი ფილმი – 7 რჩევა

Загрузка...

ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვარჩევთ ფილმს საყურებლად, მოვთავსდებით კომფორტულად, მაგრამ ფილმი როდესაც რჩება სახეზე იმედგაცრუება გვაწერია. რა უნდა ვქნათ? როგორ შევამციროთ გულდაწყვეტილობის ალბათობა? უმჯობესია შერჩევა შედარებით მცირე სიიდან დაიწყოთ, წინასწარ ჟანრობრივი დახარისხებით იმას მაინც გავიგებთ, შეეფერება თუ არა ესა თუ ის ფილმი ჩვენს განყობას. ამ მოკლე სიაში კი, სწორი შერჩევისთვის, მიჰყევით შემდეგ რჩევებს.

1.წაიკითხეთ კრიტიკა

ფილმის მიმოხილვები საუკეთესო სერვისია, სანამ არჩევაზე გადახვალთ. ეს ინფორმირებულს გხდით ფილმის სიუჟეტზე, განვითარებაზე და აფასებენ მის ხარისხს, რასაკვირველია, ,,სპოილერების” გარეშე. მიმოხილვების მოძებნა რთული საქმე არაა, საკმარისია გუგლის საძიებო სისტემას მიაკითხოთ და ფილმების განხილვის ბევრ საიტს მიაგნებთ.

2. დააკვირდით მიმოხილვებისს აგრეგატორს

მთავარია იცოდეთ, რომ სასურველი ფილმის მიმოხილვა სანდო წყარომ გამოაქვეყნა. ასეთებია, მაგალითად, Rotten Tomatoes ან Metacritic-ის მიმოხილვათა კოლექციები. ეს საიტები ყველაზე გავლენიანი და სანდოა და არჩევანში არასდროს შეგაცდენთ. ამ შემთხვევაში ისინი გიდის ფუნქციას ასრულებენ.

3. გადახედეთ სიას

უკვე შედგენილი პატარა სიიდან შეგიძლიათ ამოარჩიოთ ერთი შეხედვით ყველაზე მიმზიდველი ფილმი. სია შეიძლება დახარისხებული გქონდეთ ჟანრების, შინაარსის, რეჟისორების ან ეპოქის მიხედვით. ამიტომ, მიმოხილვის წაკითხვამდე, შეგიძლიათ გამორიცხვის მეთოდითაც აარჩიოთ რომელიმე, შემდგომ კი დასახმარებლად ცნობილ საიტებს მიმართოთ.

4. გააკეთეთ ჩანაწერები

თუ რომელიმე ფილმის სახელი ან სიუჟეტი საინტერესო მოგეჩვენებათ, აუცილებლად სადმე ჩაიწერეთ, თორემ შეიძლება მეხსიერებამ გიღალატოთ. ასეთ შემთხვევებში კი, როცა ფილმი საინტერესო ჩანს და გგონიათ, რომ მოგეწონებათ, იშვიათად ცდება გამოცდილი მაყურებლის ინტუიცია.

5. გაითვალისწინეთ აუდიტორიის გემოვნება

თუ ფილმს მარტო არ უყურებთ, აუცილებელია გაიგოთ რისი ნახვა სურთ სხვებს, რის ხასიათზე არიან ან როგორი სტილის ფილმის ჩართვაა ,,უხერხული” მათთან. აუცილებელია კომბინაციათა შედგენა, მაგალითად თუ თქვენ დრამის ნახვა გსურთ, მეგობრებს კი კომედიის, კომედიური დრამა აირჩიეთ. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ უეს ანდერსონის საოჯახო დრამა – ,,ტენენბაუმების ოჯახი”.

6. შეამცირეთ სია

სასურველი ფილმების ნუსხა ხუთიდან ათამდე შეამცირეთ. ჰკითხეთ სათითაო მათგანზე აზრი მეგობრებს ან საკუთარ თავს. მაგალითად, რომლის სათაური უფრო დამაინტრიგებელია? ან რომლის სამსახიობო დასი უფრო მიმზიდველი? ან რომლის მიმოხლვას ენდობით ყველაზე უკეთ? და ასე შემდეგ.

7. ეფექტები

გადაღების წლებისა და ეფექტების მიხედვით ფილმის წინასწარ შერჩევა ადვილია. გააჩნია რომელი უფრო მოგწონთ, შავ-თეთრი კადრებით დატვირთული სურათი თუ ფანტასტიკური ჟანრის ნიმუში, რომელიც სავსეა სპეცეფექტებით. ამ შემთხვევაშიც მიენდეთ საკუთარ ან სხვების განწყობასა და გუმანს. გადაწყვიტეთ არაამქვეყნიურ და არარეალურ სამყაროში გსურთ მოგზაურობა თუ ძველ, 70-80იან რომანტიკულ თავგადასავლებში.

Загрузка...
Загрузка...