10 დიდებული ფილმი, რომლებსაც Rotten Tomatoes-ზე 100%იანი შეფასება აქვთ

Загрузка...

ეს სია უთუოდ არაადექვატურია. გაცილებით მეტია იმ ფილმთა რიცხვი, რომლებიც მიმოხილვებში ას პროცენტიან შეფასებას იმსახურებენ. სასურველი იქნებოდა სიაში ფიგურირებდეს გერმანული ექსპრესიონიზმის ფარული კლასიკები, როგორიცაა, მაგალითად, ,,ექიმი კალიგარის კაბინეტი”, ჰიჩკოკის ,,ეჭვინობა”, კისლიოვსკის ,,წითელი” და ა.შ.

მიუხედავად ამისა, სიაში მოცემული ფილმები შეირჩა არამხოლოდ მათ მრავალფეროვნებაზე დაყრდნობით, არამედ საზოგადოებრივი აღიარებისდა გამოც. ასევე თითოეული ფილმი არის ესთეტიკურად არაჩვეულებრივი და თითქმის ყველა მათგანი ანალიზს უკეთებს იმ პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით.

10. კონფორმისტი

ბერნარდო ბერტოლუჩის საუკეთესო ნამუშევარი, გასაოცრად ფერადოვანი და რეზონანსული ფოტოგრაფია, რომელიც იტალიური ფაშიზმის პერიოდს აღწერს. კონფორმიზმის საფრთხეები და შიშის ზეიმი. არ შეიძლება აღინიშნოს ჟან-ლუი ტრენტინიანის იდეალური შესრულება.

 

9. უსახლკარო

აგნეს ვარდას შთამბეჭდავი ფილმი იკვლევს მაწანწალა ქალის, სახელად მონას, სიკვდილს. ვხვდებით ადამიანებს, ვისაც გარდაცვლილის ბედის ბრუნვაში გარკვვეული წვლილი აქვს შეტანილი. ეს არის ფრაგული კინოს ეგზსენციალურ-ფემინისტური შედევრი.

 

8. ტოკიოს ამბავი

იოსუძირო ოძუს ოჯახური შედევრი, სადაც მოხუცი წყვილის ისტორიაა მოთხრობილი. ისინი ახალგაზრდებისფან მივიწყებულნი არიან და საკუთარ თავს არაღიარებულ ტვირთად მიიჩნევენ. თუმცა ამ ორ ადამიანში ბოროტების ნატაალიც არ იკითხება, პირიქით უზომო სითბო, რომელსაც მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ადამიანუ უფასებთ უანგარო ზრუნვითა და ყურადღებით.

 

7. ანდალუზიური ძაღლი

ლუის ბენუელისა და სალვადორ დალის უჩვეულო თანამიმდევრობებით სავსე ნამუშევარი. ფილმში გადმოცემულია ძალადობისა და სექსუალური ფანტაზიების დასამარება ბურჟუაზიულ კულტურაში. მორალებისგან თავისუფალი სიურრეალისტური შედევრი, რომელიც ისტორიაში წარუშლელად ჩაიწერა.

 

6. მოქალაქე ქეინი

აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფილმი. ორსონ უელსის პოლიტიკური ნამუშევარი არაჩვეულებრივი ნარატიული სტრუქტურით. ჩარლზ ფოსტერ კეინი საინტერესო კარიერული თავგადასავალი და ფინალური სიტყვა, რომელიც ბევი მაყურებლის თავსატეხად იქცა.

 

5. საშიში გამოღვიძება

ტედ კოჩეფის 1971 წლის თრილერი, ჯონ გრანტის თავგადასავლებით სავსე ისტორია, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე მაყურებელს ,,ჩაითრევს”.

 

4. ელისი

ერთ-ერთი ყველაზე არასტანდარტული ქმნილება. ლამაზი ბავშვური ზღაპრის ჰორორული ადაპტაცია, ფანტაზიური ხრწნა და შიში, რომელიც მაყურებელს ნუსხავს.

 

3. ალი: შიში სულს ჭამს

რეინერ ვერნერ ფასბინდერის სოციალური თემატიკის შედევრი. სიყვარულის ისტორია რასობრივი და ასაკობრივი სხვაობის მქონე წყვილს შორის. სიყვარული და მისი შესანარჩუნებელი ბრძოლა, არასტაბილურ სოციალურ გარემოში.

 

2. სტალკერი

ანდრეი ტარკოვსკის სასოწარკვეთილების მაუწყებელი გამოსახულება, კინემატოგრაფიული ტილო, აკრძალული არეალის სტუმრები, რომლებიც გამოუთქმელ მისტიკურ სამყაროში გვეპატიჟებიან.

 

1.ჟანა დილმენი, სანაპიროს 23, 1080 ბრუსელი

ჩანკელ აკერმანის ნამუშევარი, სადაც ასახულია ჩაგრულობისა და რეპრესიების ომი. ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც გამარჯვებული არავინაა. ფრანგულ-ბელგიური შედევრი სოციალური წყობების გადაფასებისკენ უხმობს სოციუმის შვილებს.

 

Загрузка...
Загрузка...