15 საუკეთესო ფილმი იდენტობის ძიებაზე

Загрузка...

იდენტობის ძიება საკმაოდ რთული პროცესია ადამიანის გონებისთვის. ბევრი ფილოსოფოსი, მოაზროვნე, მწერალი თუ ხელოვანი ამაოდ ეჭიდება ამ სირთულეს. ,,რატომ ვარ მე მე და არა სხვა”? ,,რა მხდის განსხვავებულს დანარჩენი მოვლენებისგან”? ,,რატომ განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან?” და სხვა.

ეს კითხვები პირველად ბავშვობაშ ჩნდება, შემდგომ კი მთელ ჩვენს ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს. ამ ყველაფერზე მსჯელობას კი ხშირად ხელოვნების სახით უყრიან თავს, გამორჩეული ნიმუშები კინოს სამყაროში შეგვიძლია ვეძებოთ. გადავხედოთ სიას და გავიცნოთ ან გავიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებიც მძიმედ დგანან ამ საკითხის მიჯნაზე.

15. მტერი (დენი ვილნევი – 2013)

არაჩვეულებრივი განხილვადი და მრავალფეროვანი სიუჟეტის მქონე ფილმი, კანადელი რეჟისორის შესანიშნავი გასროლა, ერთი ადამიანის გაორებული ცხოვრება და მისი პრობლემებით დახუნძლული სტრესული თავგადასავალი.

14. 1945 (ფერენც ტოროკი 2017)

ჰიჩკოკის სტილის გაგრძელება, ერთი ოჯახის შავ-თეთრი ისტორია და ადამიანური ტკივილებით სავსე სიუჟეტი.

13. დანის პირზე მორბენალი 2049 (დენი ვილნევი 2017)

რეჟისორის მეორე ნამუშევარი, რომელმაც სია დაამშვენა. მითოსის გაგრძელება, რომელმაც გასულ წელს უკვე მონუსხა მაყურებელი

12. მისტერ კლეინი (იოსეფ ლუსი 1976)

კვლავ გაორება და კვლავ ეგზისტენციალური ტკივილები. ალენ დელონის შესანიშნავი შესრულება და აპათიური პერსონაჟის უბადლო განსახიერება.

11. ფარული (მიჰაელ ჰანეკე 2005)

გამორჩეული გერმანელი რეჟისორის მძაფრსიუჟეტიანი დრამა, სადაც ადამიანთა ბნელ მხარეებზეა აქცენტი გაკეთებული. დაძაბული სიუჟეტი ნებისმიერ კინომოყვარულს შებოჭავს ეკრანებთან.

10. მალჰოლენდ დრაივი (დევიდ ლინჩი 2001)

ლინჩისებური მისტიკა, სადაც ქაოსი მეფობს. ნაომი უოტსის პერსონაჟი იმ საყოველთაო გონებრივი არეულობით იტანჯება, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. თუმცა ამ სიუჟეტში მას ამის საფუძვლიანი საბაბი აქვს.

9. ბრაზილია (ტერი გილიამი 1985)

სასაცილო და თავშესაქცევი ექსპერიმენტი, რომელის ფრენც კაფკას კოშმარული შთაგონებებით, ორუელის დისტოპიითა და რეჟისორის ჰიპერაქტიული წარმოსახვების ნაზავით შეიქმნა.

8. ზელიგი (ვუდი ალენი 1983)

ვუდი ალენის მდიდარი ფილმოგრაფიიდან ,,ზელიგი” ალბათ ყველაზე კრეატიული და სასიამოვნო სანახავია. ინტელექტუალი პერსონაჟის, სახელად ზელიგის, ფიქციური ისტორია, რომლის როლსაც თავად ბატონი ვუდი ასრულებს.

7. ადამიანი სპილო (დევიდ ლინჩი 1980)

,,საშლელთავას” შემდეგ ლინჩის საუკეთესო კომერციული ქმნილება. სევდიანი ისტორია და ბრძოლა ადამიანური ბუნების აღიარებისთვის. ფილმი მიიჩნევა, როგორც ჰუმანურობის თემატიკის ერთ-ერთი გამორჩეული ტილო.

6. ბრაიანის ცხოვრება (ტერი ჯოუნსი 1979)

რევოლუციონიზირებული ბრიტანული კომედია და ერთ-ერთი გამორჩეული გადაღება ადამიანთა რაობის შესახებ.

5. დიდი დიქტატორი (ჩარლი ჩაპლინი 1940)

გიგანტი კომიკოსის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გადაღებული ფილმი, სადაც ჩარლი ჩაპლინი მთელ თავის სამყაროსეულ ტკივილებსა და სურვილებს აჟღერებს.

4. სხვისი სახე (ჰიროში ტეშიგაჰარა 1966)

იაპონური შედევრი გარიყულობასა და სოციალურ იზოლაციაზე. ურთიერთობები გარემოსთან და საკუთარ პერსონალურობასთან, ამ ყველაფრის სინთეზი, ტეშიგაჰარას ნამუშევარს, აღნიშნული თემატიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად აქცევს .

3. ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება (ელიო პეტრი 1970)

სამოცდაათიანი წლების ღირსეული წარმომადგენელი, საინტერესე პერსონაჟის უჩვეულო ისტორია, რომელიც პოლიციის უფროსი გამომძიებელია და ის ქმედებებს აუხსნელი მისტიკა სდევს თან.

 

 

2. დიდი ლებოვსკი (ძმები კოენები 1998)

კოენების ერთ-ერთი გამორჩეული და ადილად საყურებელი კომედიური დრამა. ბოულინგის მოყვარული ბოჰემური პერსონაჟის კომიკური თავგადასავალი. ლებოვსკი ბერი კინომოყვარულისთვის გამორჩეულად ,,კარგი ტიპია”.

 

1.მემენტო (ქრისტოფერ ნოლანი 2000)

მეხსიერებადაკარგული ადამიანის ქაოტური ისტორია, ჭეშმარიტად შეუდარებელი კრიზისული მოცემულობა კინოინდუსტრიაში, სადაც მიზეზები ეხმიანება შედეგებს – იდენტური კრიზისი ხშირად თავსდატეხილ უბედურებებს მოჰყვება. წარმოუდგენელი ბრძოლა მიზნის მისაღწევად და საკუთარი თავის ხელახალი შეცნობისკენ.

 

 

Загрузка...
Загрузка...