სილამაზის კონკურსი ხელოვნურმა ინტელექტმა შეაფასა და რობოტებს მუქი ფერი არ მოეწონათ

Загрузка...

პირველი სილამაზის კონკურსი, სადაც ჟიურის წარმომადგენლები ,,მანქანები” იყვნენ, წესით ზოგადი პარამეტრების მიხედვით უნდა ყოფილიყო შეფასებული – როგორიცაა სახის ნაკვთები – რომლის მიხედვითაც არჩევენ ყველაზე მიმზიდველ კონკურსანტს. ხელოვნური ინტელექტის შეფასების მოლოდინში კონკურსანტებმა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან გააგზავნეს დაახლოებით 6000 ფოტო, რათა ჟიურის მათი სახეები შეეფასებინა როგორც ,,ადამიანურ სილამაზესთან” ყველაზე ახლო მყოფი ნიმუში.

თუმცა კონკურსის მსვლელობისას გამოიკვეთა საინტერესო ნიუანსი – რობოტებს მუქი ფერის ადამიანები არ მოეწონათ. 44 გამარჯვებულს შორის თითქმის ყველა თეთრი იყო, ძალიან მცირე ნაწილი აზიის წარმომადგენლები იყვნენ და მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა მუქი კანის ფერი. ეს ფაქტი კი უფრო იმიტომ არის აღსანიშნავი, რომ ფოტოების დიდი ნაწილი გაგზავნილი იყო მსოფლიოს იმ მხარეებიდან, როგორიცაა აფრიკა და ინდოეთი.

ტვიტერის და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენლები მყისვე რასიზმში დაადანაშაულეს. ექსპერტებმა და სოციალური ადვოკატირების მუშაკებმაც ეს რობოტთა სტერეოტიპულ პრეჯუდისად მონათლეს. ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებმა და ლაბორატორიულმა მკვლევარებმა კი პირობა დადეს, რომ აუცილებლად გადახედავდნენ ამ საკითხს, რათა მომავალში მსგავსი კითხვები აღარ გაჩნდეს. მომდევნო სილამაზის კონკურსში ჟიური შეიცვლება და დისკრიმინაციის შემთხვევებიც, დიდი ალბათობით, აღმოიფხვრება. ვინაიდან ეს პირველი ექსპერიმენტი იყო, პროექტის წარმომადგენლები ადამიანურ ორგანიზმებს ბოდიშს უხდიან.

შესაძლოა რობოტები არ არიან სილამაზის საუკეთესო შემფასებლები. თავად ამ ექსპერიმენტის ლიდერები ამბობენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტის წარმომადგენლებმა ისეთი კონკურსანტები შეარჩიეს, რომელთა გამარჯვების ალბათობა შორს იყო ობიექტურობისგან და რომლებსაც თავადაც არ შეიყვანდნენ გამარჯვებულთა სიაში. ამიტომ, შესაძლოა რობოტები უბრალოდ უგემოვნოები არიან და არა რასისტები.

 

Загрузка...
Загрузка...