10 საუკეთესო ქალი მსახიობი, რომლებსაც ოსკარი ჯერჯერობით არ ეღირსათ

Загрузка...

ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს ფილმების ნომინაციებთან დაკავშირებით, გემოვნებისა თუ სუბიექტური ობიექტურობის შეფასებით ჩვენ ,,ვადგენთ” რომელი ფილმები იმსახურებს ჯილდოებს და რომელი – არა. თუმცა ბევრი მაყურებელი და ასევე მსახიობი ოსკარის ფენომენს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მაგალითად 2012 წელს ჰოაკინ ფენიქსმა, მას შემდეგ რაც ის ნომინაციაში წარადგინეს ფილმისთვის ,,ოსტატი” (შეუძლებელიც იყო არ წარედგინათ), თუმცა ჯილდოს გარეშე დატოვეს, შექმნა ასეთი ტერმინი ,,ოსკარების აბსურდი” ( Oscar’s “bullshit”). მაგრამ, მოდით, მაინც გადავხედოთ დაუფასებელი მსახიობების სიას კიდევ ერთხელ, და ამჯერად ყურადღება მხოლოდ ქალბატონებზე შევაჩეროთ.

1. კირა ნაითლი

კირა ნაითლი 32 წლის მსახიობია, რომელსაც მდიდარი და გამორჩეული ფილმოგრაფია აქვს. არაერთი შესანიშნავი როლის მიუხედავად, მან ჯილდომდე ვერ მიაღწია. თუმცა ორჯერ იქნა ნომინირებული ფილმებისთვის ,,სიამაყე და ცრურწმენა” და ,,იმიტაციის თამაში”.

2. ქერი მილიგანი

ის ქალ მსახიობებში, და არამხოლოდ, თანამედროვეობის უპირობოდ გამორჩეული ტიპაჟია. მისი გამომეტყველება, სხეულის ენა და ემოციური არტისტული მახასიათებლები დღემდე ვერ დაფასდა სათანადოდ, მაგრამ მომავალი მისია.

3. მიშელ პფაიფერი

ენი ჰეთვეის გამონათებამდე ნოლანის ,,ბნელი რაინდის აღზევებაში”, სადაც მან არაჩვეულებრივად შეასრულა ქალი-კატას როლი, ამ პერსონაჟს, ჯერ კიდევ 90იან წლებში, შეუდარებლად ანსახიერებდა  მიშელ პფაიფერი. მისი ღვაწლი კი ჯილდოს გარეშე დარჩა არაერთი კარგი შესრულების მიუხედავად.

4. ჰელენ ბონემ კარტერი

ექსცენტრიული და არაორდინალური ვიზუალის მქონე ქალბატონი, რომელიც განსაკუთრებით უხდება ტიმ ბარტონის ფილმოგრაფიას. ამასთან აღსანიშნავია მარლა სინგერის როლი ,,მებრძოლთა კლუბში”.

 

5. კირსტენ დანტსი

უცნაურია, ასეთი დიდებული მსახიობი ოსკარის გარეშე რომ დადის, თუმცა ცხოვრება ასეთია. ის ეკრანებზე პირველად 12 წლის ასაკში გამოჩნდა, მისი პირველი როლი გვახსოვს ფილმიდან ,,ინტერვიუ ვამპირთან”, სადაც ასევე სადავოა მისი უოსკაროდ დატოვება. მას შემდეგ წლები გავიდა, ფილმების რიცხვი იზრდება და შესრულების ხარისხიც, თუმცა არა ოსკარების რაოდენობა.

 

6. ნაომი უოტსი

ნაომი უოტსიც იმ მსახიობთა რიგებს მიეკუთვნება, რომლის უოსკარობა შემაძრწუნებელი ამბავია. ,,მალჰოლანდ დრაივიდან” დაწყებული, მისი ჰოლივუდური კარიერა და შესაძლებლობები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მაგრამ არა ოსკარის ღმერთებისთვის.

 

7. ანეტ ბენინგი

მსახიობის 30 წლიანი კარიერა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა, დამფასებლებიც არ აკლია. ,,ამერიკული სილამაზის” შემდეგ მისი მოყვარულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ ნომინაციაში გამარჯვება კვლავაც მიღწეველი მისიაა.

 

8. ჯესიკა ჩესტეინი

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, შეიძლება იქვას, რომ მისი შედეგები ფენომენალურია. მაგრამ ორი ნომინაციის მიუხედავად ჯილდო ხელში არ აუღია, ჯერჯერობით ვერც სამსახიობო უნარები და ვერც მისი სილამაზე აგვარებს ამ საკითხს.

 

9. გლენ კლოუზი

თეატრისა და კინოს დიდებული მსახიობი საკმარისად დაფასებულია და დიდი ალათობით ოსკარის არქონაზეც არ დარდობს, მაგრამ მაინც სასურველი იქნებოდა სკულპტურის მის ხელში ხილვა.

 

10. ემი ადამსი

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და დადებითი კრიტიკის მქონე მსახიობი. რთულია ამ რიჟა მსახიობის მონაწილეობით ცუდი პერფორმანსის ან ცუდი ფილმის პოვნა, ალბათ შეუძლებელიც. ის შვიდჯერ არის ნომინირებული ოსკარზე და შვიდივეჯერ ააცილა ჯილდოს. თუ გავიხსენებთ მერილ სტრიპის მაჩვენებელს, რომელსაც ოსკარის 20 ნომინაცია აქვს მოპოვებული, შესაძლოა ადამსიც სწორედ ამ რეკორდს უმიზნებს. ეს ასევე გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ემი ადამსი ლეგენდარული მერილ სტრიპივით აუცილებლად ჩაიხუტებს ოსკარის სკულპტურას.

 

Загрузка...
Загрузка...