ბეჭდის სწორად გაკეთების წესები იმისთვის, რომ უკეთესი ბედი გქონდეთ

Загрузка...

ბეჭდის სწორად გაკეთების წესები იმისთვის, რომ უკეთესი ბედი გქონდეთ

ქალის ბუნება მუდამ სილამაზისაკენ ილტვის. არ არსებობს ქალი, რომელიც სამკაულს არ ატარებს. თუმცა ძალიან ბევრმა არ იცის, რომ საკმაულის ტარებას თავისი წესები აქვს და რომ მათი დაცვის შემთხვევაში საკუთარი იღბლის მართვას შეძლებთ. იმის მიხედვით, თუ რომელ თითზე როგორ ბეჭედს გაიკეთებთ, შეძლებთ ზემოქმედებას თქვენს ცხოვრებაზე.
ცერა თითი – განასახიერებს გონებას. მაჯვენა ხელის ცერა თითი პასუხისმგებელია ლოგიკასა და მამაკაცურ გონიერებზე, თუკი ამ თვისებების ნაკლებობას განიცდით, მაშინ ამ თითზე უნდა გაიკეთოთ ოქროს ბეჭედი დიდი ნათელი წითელი ან ყვითელი თვლით. და თუ პირიქით, ეს თვისებები მოჭარბებული გაქვთ, ატარეთ ცერა თითზე ვერცხლის ბეჭედი ღია ფერის ქვით. ეს დაგეხმარებათ ინტუიციისა და სულიერების განვითარებაში.
 
საჩვენებელი თითი – ესაა ჩვენი ეგო და ძალა. რატომაა ასე არასასიამოვნო, როდესაც თქვენი მიმართულებით საჩვენებელ თითს იშვერენ? იმიტომ რომ ასეთი ქმდებით ადამიანის აურის გარღვევა და მის შინაგან სამყაროში ხდება შეჭრა. სწორედ ეს ქმნის დისკომფორტს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც რაიმე ცუდს განიცდით სხვის მიმართ და მისკენ მიუთებთ, ეს გადასცემს თქვენს ბრაზსა თუ უარყოფით ენერგიას, ამითომ გირჩევთ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავოთ, ვინაიდან ყველაფერი უკან ბრუნდება. მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე ატარეთ ვერცხლი, ამ გზით საკუთარ თავს დააზღვევთ.
შუა თითი – ამ თითზე სამკაულის ტარება დიდად შესანიშნვი რამაა, ის სიურპრიზებით ავსებს თქვენს ცხოვრებას. თუმცა ეს სუსტ ადამიანზე ცუდად იმოქმედებს, ძლიერს კი კიდევ უფრო გააძლიერებს. შუა თითზე ბეჭდის ტარება ახალი ცხოვრებისეული გამოწვევების მიღებასა და განვითარებაში გეხმარებათ. თუკი გრძნობთ, რომ გამოწვევებისთვის მზად არ ხართ, უკეთესია ამ თითზე არაფერი გაიკეთოთ. მარცხენა ხელის შუა თითი პირიქით, ამსუბუქებს ცხოვრებისეულ დავალებათა სირთულეს. ამისთვის აუცილებელია ვერცხლის ტარება.
არათითი – პასუხისმგებელია წარმატებაზე, ოჯახზე,
სიყვარულსა და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. ამიტომ, ყველა ამ სფეროს უკეთ განვითარებისათვის მარჯვენა ხელის არათითზე აუცილებლად უნდა ატაროთ ოქროს ბეჭედი. როგორც ვიცით, სწორედ ამ თითზე უკეთიათ ნიშნობის ბეჭედი და ნიშნობის დროს ბეჭდების გაცვლას ძალიან დიდი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს. ზოგჯერ ნიშნობის დროს ვერცხლის ბეჭედს იყენებენ, რაც ადამიანს პასიურსა და ეგოისტურს ხდის ურთიერთობაში. განქორწინების შემდეგ, გადაიტანეთ ნიშნობის ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე. ეს ანეიტრალებს წინა ქორწინების ძალას და გეხმარებათ ახალი პარტნიორის პოვნაში. არასოდეს არ შეინახოთ ის უბრალოდ ყუთში.
ნეკა თითი – განასახიერებს პრაქტიკულობას, ინტუიციასა და კომუნიკაბელურობას. მარჯვენა ხელის ნეკა თითზე უმჯობესია ოქროს ბეჭედი წითელი ფერის თვლით, რაც დაგეხმარებას კომუნიკაციასა და საქმის უკეთ წარმართვაში. ამ თითზე ვერცხლის ტარება მხოლოდ მაშინაა რეკომენდირებული, თუკი დაღლილი ხართ აქტიური ცხოვრების წესით და დასვენება გინდათ. მარცხენა ხლის ნეკა თითზე საკმაოდ სარისკოა ბეჭდის ტარება, ასეთ შემთხვევაში ადამიანი მზად უნდა იყოს დამოუკიდებლობისათვის და ტავგადასავლებისათვის.
Загрузка...
Загрузка...