10 ხერხი, რითაც შეიძლება ცუდად ყოფნა ფანჯრიდან მოისროლო

Загрузка...

 

ცუდად ყოფნა ის პრობლემაა, რაც ყველასათვის ნაცნობია, ზოგისთვის კი ზედმეტად ახლობელიც კი. იყო დეპრესიული, ეს არც-ისე კარგია, თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება. ამა თუ იმ მიზეზის გამო თავს ხშირად ცუდად ვგრძნობთ და ვიკეტებით, რაც კარგი ნამდვილად არაა. ასეთ დროს მეტად მნიშვნელოვანია თავის გამხნევება, ამისთვის კი ყველას ინდივიდუალური გამოსავალი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რაც დაგეხმარებას ცუდად ყოფნის დამარცხებაში.

1. ტირილი

ეს უარყოფითი ემოციებისაგან დაცლის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ხშირად თავს ვიკავებთ იმის გამოხატვისგან, რასაც განვიცდით, ეს კი დიდი პრობლემაა. მიეცით საშუალება საკუთარ თავს დაიცალოთ ყოველივე უარყოთისგან, ეს შვების მომტანი იქნება.

დაკავშირებული სურათი

2. პოზიტივი 

ასევე გადამწყვეტი მომენტი. ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მუდმივი არაფერია, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზი მალე რაიმე კარგით შეიცვლება, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.

3. სიმღერა 

მუსიკა რომ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, ეს ახალი ამბავი არაა. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ მოუსმინეთ რაიმე ენერგიულს, მხიარულს, აყევით სიმღერას და ჩადეთ მასში თქვენი გრძობა და ემოცია, ეს განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

4. შინაური ცხოველი 

მარტო ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელს გახდის თქვენს ცუდად ყოფნას, რადგან ასეთ დროს ხმის გამცემიც კი არავინ გყავთ და კიდევ უფრო მარტოსული ხართ. რა კარგია ამ დროს კატა ან ძაღლი სახლში- ისინი ნამდვილად არ მოგცემენ მოწყენის საშუალებას.

5. მეგობარი 

ყველას ჰყავს ერთი ისეთი მეგობარი მაინც, ვინც ცუდად ყოფნის დროს მას საუკეთესოდ ეხმარება. დაურეკეთ და ესაუბრეთ მას, გაუზიარეთ პრობლემები, მოუსმინეთ რჩევას, ან უბრალოდ რაიმე პოზიტიურზე ისაუბრეთ და გული გადაუშალეთ ერთმანეთს.
friends gifs-ის სურათის შედეგი
6. ფიქრი – ამან, ერთის მხრივ, შესაძლოა უფრო დეპრესიაში ჩაგაგდოთ, მაგრამ ბევრი ფიქრი აუცილებლად მიგიყვანთ გამოსავლამდე. თუკი იპოვით თქვენს თავში ასე ყოფნის მიზეზს, მის გამოსწორებასაც შეძლებთ.

7. დამამშვიდებელი 

გაგეცინებათ და ეს საუკეთესო საშუალებაა. რატომ ავიტკიოთ თავი და დავიტანჯოთ ზედმეტად, როდესაც შეიძლება ერთმა აბმა სიმშვიდე მოგვიტანოს. დალევთ და არანაირი ნერვიულობა და ცრემლები.

8. სეირნობა 

სუფთა ჰაერი ჯანმრთელობისთვისაც კარგია და გონებისთვისაც. დადიხართ, უამრავ ადამაინს ხედავთ, თავს მარტოსულად აღარ გრძნობთ, უყურებთ მომღიმარ ხალხს, საყვარელ ბავშვებსა და მოხუცებს. ამ დროს ხვდებით, რომ ცხოვრება გრძელდება.

9. ფილმი 

შეგიძლიათ განწყობის შესაფერის ფილმს უყუროთ, ან რაიმე სამოტივაციოს, რაც თქვენი კარგად ყოფნის მიზეზი გახდება. ან აირჩიოთ უბრალოდ კარგი ფილმი, რომელიც თავისი სიუჟეტითა და ემოციებით თქვენს ცუდად ყოფნას დაგავიწყებთ, საერთოდ მოგწყვეტთ სამყაროს.
watching movie gifs-ის სურათის შედეგი

10. საქმე

რაც უფრო მეტად დაკავებულია ადამიანი, მით მეტად არ სცალია მას ცუდად ყოფნისთვის. მთელი დღე უსაქმურად ყოფნა ნამდვილად დეპრესიაში ჩაგაგდებთ. ამიტომ ნუ იქნებით უსაქმოდ და შეეცადეთ სასარგებლოდ გამოიყენოთ დრო.
Загрузка...
Загрузка...