5 ყველაზე მეტად დაბნეული ზოდიაქოს ნიშანი

Загрузка...
დაბნეულობის რამდენიმე ფორმა არსებობს – სკოლაში მასწავლებლის ახსნილი მასალის ვერგაგება, სიყვარულში გაურკვევლობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბნეულობა. რა თქმა უნდა. ჩვენს თავს ბევრი რამ ხდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით იბნევა გარკვეულ სიტუაციაში სხვებთან შედარებით, ასეთები არიან:

1. ვერძი

დაკავშირებული სურათი

სურვილი და მისწრაფება იმისკენ, რომ იყოს ყველაფერში პირველი ვერძისთის მეტად მნიშვნელოვანია. მაგრამ, ხშირად იმდენად სწრაფობს საბოლოო შედეგის მიღებას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, ბოლოს კი დაბნეული რჩება, ვინაიდან ვერ იგებს ეს ასე როგორ მოხდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან უნდა გაიაზროს რომ მთავარი პირველობა სულაც არაა.

2. კირჩხიბი

მასზე ემოციები უდიდეს გავლენას ახდენს და ემოციის ზღვაში ხშირად ცენტრალური ადგილი დაბნეულობას უკავია. ძალიან რთულია რეალობასა და არსებულ ფაქტებს გაუსწორო თვალი მაშინ, როდესაც საკუთარ ემოციებთან გიწევს გამკლავება. მას მაშინაც კი უყვარს ჩაძიება და ბოლომდე გაანალიზება, როდესაც ეს საკითხი ყველანაირ აზრს კარგავს. მას ჭირდება, რომ ორი წუთით მოდუნდეს და ყურადღება გადაიტანოს.

3. მორიელი 

Image result for confused gifs

მუდამ ეჭვებშია და მუდამ რაღაცის მოგვარებას ცდილობს, მაშინაც კი როდესაც არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეძებს იმას, რაც არ არსებობს და სადაც არ არსებობს, უამრავი დასკვნა გამოაქვს, რაც აბნევს. საკუთარ თავს ობობის ქსელში აქცევს და ვეღარ იგებს რაა რეალობა და რა ფანტასტიკა, არადა უნდოდა ყველაფერი უკეთესობისკენ წასულიყო.

4. მშვილდოსანი 

პირდაპირია და შორიდან მოვლა მისი საქმე არაა, არ უყვარს თამაშები და ამოცანები, მას მხოლოდ პასუხები ჭირდება. ასე რომ, როდესაც დიდი ინფორმაცია მიდის მასთან, ეს ყველაფერი გროვდება და იქმნება ისეთი პრობლემა, რომელსაც რაიმე რეალური და სწორი გადაჭრა არ აქვს, ამ დროს მშვილდოსანი იბნევა. ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ საბოლოოდ მაინც ყველაფერს გაარკვევს, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი დრო ჭირდება ამისთვის.

5. თევზები

Related image

ის ერთდროულად რამდენიმე ადგილას შეიძლება იყოს, ან ყველგანაც, არ დაიბნეთ ამის გამო, რადგან ის თვითონაა დაბნეული. არ იცის საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, ან როგორ ხასიათზე იქნება დღის განმავლობაში. ზოგჯერ ნაბიჯს უკან დგამს და სიტუაციას აკვირდება, შემდეგ კი უკვირს აქამდე როგორ მივიდა ყველაფერი. ამის დადებითი მხარე ისაა, რომ მისი ყოველი დღე თავგადასავალია.
Загрузка...
Загрузка...