ინორე დე ბალზაკის 10 საოცარი ფრაზა, რომელიც შეგცვლის

Загрузка...

1.სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.

2.საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!…

3.მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.

4.ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ.

5.ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს.

6.მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში.

7.თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.

8.ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას.

9.აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.

10.ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.

Загрузка...
Загрузка...