იანვრის თვის მიმოხილვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Загрузка...

დღესასწაულების შემდეგ რთულია დავუბრუნდეთ სამუშაოს და ყოველდღიურ რუტინას.სტატიაში გაიგებთ როგორი იქნება თქვენთვის იანვრის თვე,თქვენი ზოდიაქის ნიშნის მიხედვით.

1)ვერძი

უნდა შეძლო დროის განაწილება სამსახურსა და სახლს შორის.ჩამოწერე გასაკეთებელი საქმეების სია,ეს დაგეხმარება დროის სწორად განაწილებაში.აუცილებელია შენი პასუხისმგებლობები წინა პლანზე გადმოწიო,სხვა რამეები კი უკან დააყენო.თუ ასე მოიქცევი თებერვალი შენთვის საუკეთესოდ დაიწყება.

2)კურო

ეს თვე შესაძლებელია გახდე შენი მომავალი წარმატების საწყისი,რაც შენს ურთიერთობებზეც იმოქმედებს და უფრო გაამყარებს მათ.ეს თვე შენთვის ნამდვილად დატვირთული იქნება თავგადასავლებით,რაც ახალი ენერგიებით აგავსებს.

3)ტყუპები

Image result for eternal sunshine of the spotless mind gifs

ეს თვე დატვირთული იქნება ბვევრი ახალი შესაძლებლობით.ბევრ ახალ გზას იპოვი პრობლემების გადასაჭრელად.გახდი უფრო თავისუფალი და ნუ მისცემ სხვებს უფლებას გაგაკონტროლონ.

4)კირჩხიბი

ეცადე ყურადღება გაამახვილო მნიშვნელოვან რამეებზე და ზედმეტ ყურადღებას ნუ დაუთმობ წვრილმანებს.უფრო მეტად დაზოგე საკუთარი ფინანსები და მზად იყავი მოულოდნელობებისათვის.გაუზიარე შენი ემოციები და განცდები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

5)ლომი

შენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა.ეცადე მეტი ყურადღება მიაქციო საკუთარ ჯანმრთელობას.გამოიყენე ყველა შესაძლებლობა,რომ უფრო წინ წახვიდე და წარმატებას მიაღწიო.კარგი იქნება თუ ნაკლებად ენდობი სხვების რჩევებს და თავად განსაზღვრავ,რა არის შენთვის უკეთესი.ასე ყველა წარუმატებლობას და შეცდომას თავიდან აიცილებ.

6)ქალწული

Image result for eternal sunshine of the spotless mind gifs

რა თქმა უნდა პრობლემები ამ წელსაც გექნება მაგრამ დაიმუხტე დადებითი ენერგიით,ეს ნამდვილად დაგეხმარება გაუმკლავდე მათ.შესაძლებელია ურთიერთობები ისევე მალე დამთავრდეს,როგორც დაიწყო.შენ კი უბრალოდ იმოქმედე საკუთარი გონებით.

7)სასწორი

ეცადე მეტი დრო გაატარო სახლში და მეტი ყურადღება მიაქციო ოჯახის წევრებს.ეცადე მეტად გამოხატო შენი გრძნობები და ფიქრები,გახდი უფრო კომუნიკაბელლური,მაგრამ ნუ დაივიწყებ ძველ მეგობრებს.

8)მორიელი

ეცადე უფრო კარგად გაანაწილო შენი ფინანსები.დროებით თავი შორს დაიჭირე ახლობლებისგან,რათა მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილო.ისწავლე ძველ შეცდომებზე,რომ მომავალში ურთიერთობები გამოსწორდეს.

9)მშვილდოსანი

იანვარი შენთვის შესაძლებელია არც ისეთი კარგი იყოს,როგორიც წარმოგიდგენია,მაგრამ საკუთარი მეგობრებისა და ახლო ადამიანების დახმარებით შეძლებ ყველაფერი მოაგვარო.

10)თხის რქა

მეტი იშრომე საკუთარი მიზნებისათვის და ეცადე მეტად დაიმუხტო პოზიტიური ენერგიით.ყურადღება მიაქციე საკუთარ ჯანმრთელობასა და ფინანსებს.შესაძლებელია წარსულიდან მოულოდნელად გამოჩნდეს ისეთი ადამიანი,რომელიც დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.

11)მერწყული

კარგად გაერკვიე საკუთრა სურვილებსა და მიზნებში,რათა წარმატების მიღწევა უფრო გაგიადვილდეს.ეს თვე შენთვის ნამდვილად კარგად დაიწყება და მოულოდნელი სიურპრიზებითაც სავსე იქნება,გაგიუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა და ჯანმრთელობა.

12)თევზები

Image result for eternal sunshine of the spotless mind gifs

თუ გინდა ეს თვე შენთვის კარგად დაიწყოს,პირველ რიგში შეეცადე გააუმჯობესო ურთიერთობები,მეტად დაუახლოვდე ადამიანებს და გაუზიარო მათ საკუთარი განცდები.

Загрузка...
Загрузка...