21 ფრაზა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს 21 – ე საუკუნეს

Загрузка...

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. საინტერესოა, ამ დროს რა მოსდის სულს? როგორია ადამიანთა შინაგანი მდგომარეობა? როგორ აისახება პიროვნებაზე დალექილი ტკივლი და მარტოობა? გთავაზობთ 20 ფრაზას ( ბესტსელერიდან ,,აღიარება ხელისგულზე“) რომელიც საუკეთესოდ ასახავს 21-ე საუკუნეს.

სექსამდე გახდაში ყველა გეხმარება, აქტის მერე კი ფეხებზე ჰკიდიხარ.

ღალატს ერთი საშინელი თვისება აქვს. ადრე თუ გვიან აუცილებლად გიბაზრდება.

კლუბში ბიჭს დაბოლებას რომ შესთავაზებენ და შენ გამო უარს იტყვის ე.ი. მაგარ პატივში ხარ!

-აი ეს დამოკიდებულება არ მესმის.
-რა დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი?
-შეუდე, გაათავე, გამოიღე, დაიძინე ან წადი.
-ლოგიზე ვარდების ფურცლები დაუყარე, ოთახი სურნელოვანი სანთლებით გაუფორმე და ისე გაჟიმე, მე კიდე ეს დამოკიდებულება არ მესმის.

ამბობდნენ სოფლიდან ჩამოსულ გოგონებს სულ ასე ემართებათ (ბოზდებიანო), თითქოს მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები ქალაქელებს შორის ცოტანი იყვნენ.
მაგარი უკუღმართი ერი ვართ. ყველაფერი გვეჩქარება, თუნდაც დაოჯახება, მერე კი ხელში არაფერი გვრჩება, მათ შორის, არც ცოლ-შვილი / ქმარ-შვილი. ოჯახის შენარჩუნებას თუ ვახერხებთ, ერთ-ერთის, უფრო ცოლის, თვითგვემის ხარჯზე.
ცხოველების ენა რომ ვიცოდე, ადამიანებს აღარ მოვუსმენდი.

მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხარ, რომ ვინმე მოატყუე, გამარჯვების აღნიშვნამდე გადაამოწმე, აქეთ ხომ არ დარჩენილხარ მოტყუებული.

ეს ფული რა მაგარი რაღაცაა? ერთი შეხედვით, უბრალო ქაღალდია, სინამდვილეში მიზნის მიღწევის შეუცვლელი საშუალება! მართლა ყველაფერი იყიდება, ყველაზე მარტივად კი ადამიანები.

ადამიანებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ: პირველი – მათ საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონიათ და სხვებს იდიოტებივით ექცევიან, მაშინ როცა უახლოეს წრეში თავად ითვლებიან ყველაზე სულელებად; და მეორე – ადამიანებს ერთმანეთი სძულთ და ეს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კრიზისებზე მეტად დამანგრეველია.

არასწორად ვიქცევით, როცა ბავშვობაში გოგონებს შთავაგონებთ, რომ ერთ დღეს კარნავალზე წავლენ, პრინცს გადაეყრებიან და მათი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება. წარსულში ჩაწვეთებული იდეები მთელი ცხოვრება აწამებენ ქალებს: მუდმივად რაღაც გრანდიოზულის მოლოდინში არიან, ცხოვრებაში გაბნეულ მაგიის ნაწილაკებს ეძებენ; იქნებ, მკითხავებთანაც ჯადოქრების გავლენით დადიან.

-ყველა ვისაც ვეძმაკაცები, ჩემი ნამდვილი მეგობარი არ არის.
-ადამიანებს იყენებ!
-ისინიც მიყენებენ. უფრო სწორად, თავს ვაყენებინებ, თუ თავადაც მაწყობს.

ინტერნეტსა და ტექნიკაში დაკარგული სიყვარული, დამოკიდებულება სოციალურ ქსელზე და არა ერთმანეთზე, წარმოსახვითი სექსი პორნოვარსკვლავთან და არა რეალური სექსი საყვარელ ადამიანთან… მარაზმი… მარაზმი… მარაზმი…

დღეს თუ სოციალური ქსელი არ გაქვს, ნაწილობრივ, ითვლება რომ არ არსებობ.

ბიზნესს არ აინტერესებს, ვინ მოკვდა და ვინ დაიბადა, მთავარია _ შემოსავალი, გასავალი და მოგება.
სხვისი უბედურების სათავისოდ გამოყენება ყველას კარგად გამოსდის.

ნიჭის დამალვა ან დაუფასებლოვა, ყველაზე დიდი დანაშაულია საკუთარი თავისა და კაცობრიობის წინაშე.
მარტო ჭამაზე სევდიანი ერთი რამ არსებობს, სექსის შემდეგ ლოგინში მარტო წოლა.

სამწუხაროდ, ირგვლივ ყველაფერი ილუზიით იფუთება, ჩვენ კი ამ შეფუთვას ვიღებთ და თავს ვიტყუებთ. არასდროს მნდომებია ასეთ სამყაროში ცხოვრება!
მაინც რა ამაზრზენები ვიყავით ყველანი – სხვის სულში ხელებს ვაფათურებდით!

Загрузка...
Загрузка...