22 ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია ბესტსელერიდან ,,აღიარება ხელისგულზე“

Загрузка...

-შოკოლადებით სავსე, გაბანტული ყუთი გამომიწოდა.
-ისეთი მწარე ხარ, ვცდილობ, შოკოლადით დაგატკბო.
-თუ ცდილობ, გამასუქო და მერე დამცინო?
-სულ მზაკვრული შეთქმულებები რატომ გელანდება?

 

-ბიჭს უნდა შეხვდე?
-თითქმის. მთლად პაემანი არ არის. არც კი იცის, რომ კლუბში ერთმანეთს გადავეყრებით.
-სპეციალურად მიდიხარ, რომ ,,შემთხვევით“ შეხვდე? შე ეშმაკუნა!

 

-სხვებს ნუ მადარებ!
-რატომ? შენ ძალიან განსხვავებული ხარ?
-დიახ ვარ… რომ მიცნობდე!
-რომ გიცნობდე, არაფერი შეიცვლებოდა. ყველა კაცი თბლის, რომ განსაკუთრებული და სხვანაირია. პირველ რიგში, სწორედ მაგით ჰგავხართ ერთმანეთს.

 

-შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს!
-შენ კი ყველაზე ნიჭიერი მატყარა. – გავუღიმე.

 

-ხანდახან აუტანლად ჭირვეული ხარ.
-მასე თუ არის, რატომ არ მშორდები?
-იმიტომ, რომ არც მე ვარ უნაკლო.

 

-ქალები არ ღალატობენ საყვარელ კაცებს, კაცები კი ამბობთ , რომ შეგიძლიათ გიყვარდეთ ერთი და იწვეთ ათთან.
-ნუ…
-რა ნუ?
-ეგეც ინდივიდუალურია, რა.
-გულწრფელად თქვი, ხომ ღალატობ შეყვარებულს?
-გააჩნია, ღალატი რა არის.
-რად უნდა მაგას ბევრი ფილოსოფია? ღალატი ღალატია.

 

ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო შვილი ვარ, მაგრამ დედა ნამდვილად საუკეთესო მყავს.

 

რაღაცნაირი სიმთვრალე მაქვს: ჯერ კარგ გუნებაზე ვარ, მერე კი უზომოდ ფილოსოფიური ვხდები. ჩემ გვერდით გაგიჟებაც შეიძლება; ბოლო სტადიაზე ისეთ შემაწუხებელ სენტიმენტალურობას ვავლენ – გაუჩერებლად ვტირი. ვერც ავხსნი, რა მატირებს… ცხოვრების ამაოება თუ ბავშვები, რომლებიც ომში ან შიმშილით იღუპებიან. ზოგჯერ მგონია, რომ მარტოსული ვარ და ჩემი არავის ესმის. მოკლედ, ტირილის მიზეზი არ მელევა.

 

შეიძლება, ერთსა და იმავე ადგილას ასჯერ გაიარო, მაგრამ ვერც ერთხელ შეამჩნიო, როგორი შენობები დგას, როგორაა მორთული, რას იუწყებიან აფიშები… უბრალოდ, საქმეზე მიდიხარ და პრობლემებში ხარ ჩაძირული. ამ დროს ბევრი მნიშვნელოვანი წვრილმანი გეპარება. როცა საკუთარ არსებას სცდები და სამყაროს აღქმას მართლა იწყებ, სასიამოვნოდ გაოცებული რჩები. თურმე, რამდენი რამ ვერ შეგიმჩნებია… რამდენი რამ უნდა გეგრძნო და ცოტა დაგიგვიანია…

 

დაგავიწყდები… აუცილებლად დაგავიწყდები… ერთ დღეს ქუჩაში შეიძლება მხარი გამკრა, ბოდიშიო, უგულოდ მომიგდო და გზა გააგრძელო.

 

-რამეს გახსენებს ეს სიმღერა?

 

-თავისთავად. სიმღერები კი არ გვიყვარდება… გვიყვარს განცდა, რომელსაც გვიძვიღებს… ადამიანი ან სიტუაცია, რომელსაც გვახსენებს. ყოველ მოსმენაზე მუსიკა იმ კონკრეტულ მომენტში გაბრუნებს და ყველაფერს, ხელახლა თუ ვეღარ განიცდი, უცხო თვალით მაინც დააკვირდები.

 

-დალევას ვაპირებთ.-ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარს.
-ძალიან ცუდი. ერთ დღეს დალევა მოგინდება, მაგრამ თავი აღარ გექნება.

 

ყველა ახალგაზრდას, გულის სიღრმეში, მართლა ფილმში ჰგონია თავი; შეიძლება, რომანტკულში არა, მაგრამ მოევიკში ან კომედიაში მაინც.

 

-მართალი იყავი.
-მე სულ მართალი ვარ.

 

-ისე ნუ იქცევი, თითქოს, გადარდებდე! რას მიმტკიცებ ამით? რამდენად კეთილშობილი და თავდადებული ხარ? შეგიძლია ყველა მოატყუო შენი ღიმილით და ლამაზი ლაპარაკით! ფულით, მანქანით, საჩუქრებით და ხუმრობებით მოიგო მათი გული! ყველ – ჩემ გარდა! მე ზუსტად ვიცი, რა ნაგავიც ხარ! ეგოისტი და უმადური! არავინ გადარდებს, შენი თავის გარდა!
-ხო? გამოდის, მაგ თვისებებით ერთმანეთს ძალიან ვგავართ!

 

თუ ვნახავ, შეკითხვების დასმა მომიწევს… სხვაგვარად ვერ გავჩერდები. ამ შეკითხვებზე კი მას პასუხები არ ექნება. საყვარელი ადამიანის დუმილიც მომკლავს და თავის მართლებაც.

 

ხშირად ხდება ასე… შვილებთან მომთხოვნი ხარ, მაგრამ შვილიშვილებთან აღარ გამოგდის. გინდა, მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთით დატკბე, რადგან აცნობიერებ, რომ მალე გაიზრდებიან და ეს არაჩვეულებრივი წუთები აღარასდროს გამეორდება. ჩხუბისა და დიდაქტიკისთვის მშობლები ჰყავთ!

 

-მაპატიებ?

-არა! სამაგიეროს გადაგიხდი.
– ჩვენი მთავარი პრობლემა, იცი რა არის? სიამაყე. როცა საკუთარ თავს გადავაბიჯებთ, ერთად ყოფნას შევძლებთ.

 

ყოველთვის ასე ხდება, როცა ღირებულ რაღაცას ქმნი, კრიტიკოსების არმია ჩნდება.

 

იცი, რა ძნელია უარი უთხრა საყვარელ ადამიანს, როცა დარწმუნებული ხარ, რომ სჭირდები? შეგიძლია გაიხადო და ჩააცვა, იშიმშილო, რომ მას აჭამო, აბსოლუტურად ყველას დაუპირისპირდე და მისი მხარე დაიჭირო, თუნდაც ტყუოდეს.

 

ახლა შენთვის მომავალი ძალიან გაურკვეველია. ახლაგაზრდა და დაბნეული ხარ. ბუნებრივია, რომ გეშინია. მხოლოდ შიშის გამო უკან ნურასდროს დაიხევ. ბავშვებს, რომლებიც კლინიკაში გაგაცანი, ქიმიოთერაპიისა და რადიოტერაპიის ძალიან ეშინიათ, მეტიც – შესაძლოა, მკურნალობამ რომელიმე შეიწიროს… მაგრამ სიცოცხლე უნდათ და ყოველდღე შიშს ამარცხებენ. სანამ ცოცხალი ხარ, არაფერი დამთავრებჰულა. ბოლომდე იბრძოლე!

 

-შენი შრამები..

-ხომ არ გაშინებს?
-შრამები სხეულზე არაფერია, მხოლოდ სულის იარებია საშიში.

Загрузка...
Загрузка...