8 ემოციური მელოდრამა , რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანს

Загрузка...

1.მედისონის ხიდები / The Bridges of Madison County

რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი – რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.

Image result for The Bridges of Madison County gifs

2.ხელშეუხებელნი / Intouchables

ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.

Image result for Intouchables gifs

3. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება / Eternal Sunshine of the Spotless Mind

რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას?RNჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.

Image result for Eternal Sunshine of the Spotless Mind gifs

4.მზეთუნახავი და ურჩხული / Beauty and the Beast (1991)

უღრან ტყეში მდებარე მოჯადოებული ციხესიმაგრის პატრონი საშინელი ურჩხულია. მისი ყველას ეშინია და ყველას სძულს. მხოლოდ ყველაზე ლამაზ გოგონას სახელად ბელს შეუძლია მისი საიდუმლოს ამოცნობა და გადარჩენა.

Image result for Beauty and the Beast (1991) gifs

5.ოგუსტ რაში / August Rush

დრამა ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს.

Image result for August Rush gifs

6.მოხატული პირბადე / The Painted Veil

ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული.

Image result for The Painted Veil  gifs

7.პიანინო / The Piano

მეცხრამეტე საუკუნის შუაწლები. ადა 6 წლის ასაკიდან არ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა, მამაკაცზე, რომელიც არასოდეს არ უნახავს. თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ის მშობლიური შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება, სადაც მომავალი ქმარი ელოდება. ის უარს ამბობს ადას პიანინოს სახლში გადატანაზე. ამ ძლიერი ქალისთვის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. მაგრამ ადა ქმარს ვერ არწმუნებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ნივთი. პიანინოს სანაპიროზე ტოვებენ.

Image result for The Piano movie  gifs

8.გაბედე და შემიყვარე / Love Me If You Dare

საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.

Image result for Love Me If You Dare 2003 gifs

Загрузка...
Загрузка...