ზოდიაქოს ნიშნები და მათი დამეგობრება

Загрузка...

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები , როცა საქმე დამეგობრებას ეხება:

 

1.ვერძი: – თავიდანვე შეუძლია დაგანახოთ ერთგულება და იგივეს ელოდება თქვენგანაც. თუ ვერძი გიმეგობრდებათ , უნდა აიტანოთ მისი სიფიცხე და მაქსიმალიზმი ხასიათში.

2.ტყუპი: – ჯერ კიდევ დამეგობრებამდე ეჭვიანობს თქვენზე , ამის მიზეზი ეგოიზმი და შიშია. შესაძლოა თავი არა სტაბილურ მეგობრად მოგაჩვენოთ , მაგრამ ტყუპი თქვენში ეძებს ნამდვილ მეგობარს , ის მზადაა იყოს ერთგული და თავი გადადოს თქვენთვის , თუმცა თუ თქვენგან ამას ვერ დაინახავს , თავისივე აშენებულს დაანგრევს.

3.კურო: – მალე არ დაგიმეგობრდებათ , ნელა მიგიშვებთ ახლოს. ის არ ჩაიდენს თქვენთვის თავზეხელაღებულ და დაუფიქრებელ საქციელს , თუმცა აუცილებლად დაგეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში – მათ შორის მატერიალურადაც.

4.კირჩხიბი: – ფრთხილია და ცდილობს ცოტა მეგობარი ყავდეს , დიდხანს გაკვირდებათ და არასდროს ტყდება იმაში , რომ თქვენთან მეგობრობა სურს. ყოველთვის თქვენგან ელოდება სერიოზულ ნაბიჯს და ზოგჯერ ვერც ხვდება , რომ მისი უმოქმედობით მეგობრობას ასუსტებს.

5თევზები: – ზოგჯერ პასიური, სავსებით არაკომუნიკაბელური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თვითონ იშვიათადაა ინიციატორი მეგობრობის წამოწყებაში, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი, გულისხმიერი და ერთგული მეგობარია.

6.სასწორი: – კეთილგანწყობილია ყველას მიმართ, ამიტომ ადვილად იძენს მეგობრებს და შესაბამისად არც გრძნობს მათ ნაკლებობას. უპირატესობას ხშირად ვიზუალურ მხარეს ანიჭებს და შემდგომ წყვეტს ,რამდენად დაგიახლოვდეთ.

7.ლომი: – სამეგობროს სული და გული, ჭეშმარიტი “შუქურაა”. ღმერთმა ნუ ქნას პირველობაში შეეცილოთ. ისე კი, თუკი მისი “ქვეშევრდომის” როლით დაკმაყოფილდებით, მასზე უკეთეს მფარველ-მეგობარს ვერსად იპოვნით. იგი ხშირად ეგოისტურად იქცევა, მაგრამ საკუთარი ნარცისიზმის კომპენსირებას მდიდრული საჩუქრებითა და ხელგაშლილობით ფარავს.

8.ქალწული : – ფრთხილი ხასიათი აქვს და საკმაოდ პრეტენზიულია მეგობრების შერჩევაში. მას იშვიათად ჰყავს დიდი სამეგობრო, მით უმეტეს იშვიათადაა სამეგობროს სული და გული. სამაგიეროდ, ვისაც ნდობას გამოუცხადებს, მასზე ბოლომდე ზრუნავს.

9.მერწყული: – რომ მისცეთ უფლება მთელ მსოფლიოს დაიმეგობრებდა განურჩევლად სქესისას, რასისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. მერწყული კეთილმოსურნე და გახსნილია ნებისმიერი ადამიანის მიმართ. მისთვის თავად ადამიანებთან ურთიერთობა წარმოადგენს ცხოვრების უდიდეს სიხარულს და სტიმულს

10.თხის რქა: – მისთვის სულ ერთი არ არის ის, თუ ვის ერქმევა სახელად მისი მეგობარი. თხის რქა დიდ ყურადღებას აქცევს მეგობრების სოციალურ წარმომავლობას , ეძებს საერთო ფასეულობებს , ღირებულებებს და შეხედულებებს.

11.მშვილდოსანი: – მეგობრების გარეშე გაძლება არ შეუძლია, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეგობრული და მხიარულია. მასთან დამეგობრება ნებისმიერს შეუძლია, ვისაც კარგი იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი გააჩნია

12.მორიელი: – ეჭვიანობის გამო მასთან დამეგობრებას წლები სჭირდება. მასთან ერთად მართლა “ერთი ფუთი მარილის” ჭამაა აუცილებელი, რომ ამ ადამიანმა თქვენში მეგობარი დაინახოს.

Загрузка...
Загрузка...