კევინ სპეისის 10 საუკეთესო როლი

Загрузка...

1) ამერიკული სილამაზე

შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს.

american beauty.jpg

 

2) ძირითადი ეჭვმიტანილები

ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

usual suspects.jpg

 

3) ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი

ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან.

la confidential.jpg

 

4) შვიდი

ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია “შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე”. გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.

se7en.jpg

 

5) ზღვის მიღმა

მსოფლიო მუსიკის ლეგენდის ცხოვრების ისტორია, ორი “გრემის”პრემიის მფლობელი, “ოქროს გლობუსის” და ნომინაციების “ოსკარის” პრემიაზე – ბობი დერინი. ბობი დერინისთვის მთელი ცხოვრება წარმოდგენა იყო. მხოლოდ შოუ უჩქარებდა გულის ცემას,სცენის მიღმა სიკვდილის ზღვარზეც რომ ყოფილიყო. ნამდვილი მოთხრობა სიღარიბის გზიდან სიმდიდრემდე, ბიჭზე ბრონქსიდან, რომელმაც გაიარა ეს გზა და პოპ-კულტურის ლიდერი გახდა.

beyond the sea.jpg

 

6) იცურო ზვიგენებთან ერთად

ჰოლივუდის სტუდიის ახალგაზრდა, გულუბრყილო ასისტენტი საბოლოოდ ეპასუხება მის უხეშ ბოსს.

swimming with sharks.jpg

 

7) ფრთხილად, მძევალია

მძევალი ისევე როგორც ცოლი უნდა ამოარჩიო დიდი სიფრთხილით. მძარცველი გასი, რომელმაც თავი იხსნა ძებნისაგან შევარდა პირველ შემხვედრ სახლში. იქ ცხოვრობდა ერთი შეხედვით მშვიდობიანი ამერიკული ოჯახი, მაგრამ ძალიან მალე გასი მიხვდა, რომ ამ გადარეულ ოჯახთან შედარებით ნებისმიერი ციხე იყო სამოთხე.

the ref.jpg

 

8) ქეი-პაკსი

ფსიქიატრი (ჯეფ ბრიჯესი) ცდილობს გაარკვიოს კევინ სპეისის გმირი მართლა უცხოპლანეტელია თუ უბრალოდ იგონებს ამას.

kpax 1.jpg

 

9) გლენგარი გლენ როსი

სიგარეტის სუნით გაჟღენთლ ოფისში დღე და ღამე მიმდინარეობს ბრძოლა ძვირფასი კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ მიწის შეძენა. ფირმაში შემოდიან ახალი და ახალი წინადადებები, მაგრამ პრიზი შეხვდება მხოლოდ საუკეთესოებს. კონკურენცია იზრდება, მაგრამ როდესაც უცნობი დამნაშავეები ოფისში შედიან და საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ, სიტუაცია გაურკვეველ სახეს ღებულობს. ახლა ხომ ყველა ეჭვის ქვეშაა.

glengarry glenn.jpg

 

10) შუაღამე სიკეთისა და ბოროტების ბაღში

ქალაქ სავანაში, ძველ მდიდრულ სახლში შობას აღნიშნავენ. შეკრებილი სტუმრები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენენ ჩამოსულ პოპულარული გამომცემლობის ჟურნალისტზე. ყველა დაპატიჟებული ადგილობრივი მაცხოვრებელია და ყველა ისინი, მეპატრონის ჩათვლით – უცნაურობებით გამოირჩევიან… ღამით ერთერთი სტუმარი, სახლის მეპატრონის ახალგაზრდა მეგობარი, კვდება. მისი სიკვდილი, ისევე როგორც ყველა სხვა მოვლენა, იმდენად უცნაური და საიდუმლოებით მოცულია, რომ თავის თავად ჩნდება კითხვა– ადგილი ხომ არ აქვს მაგიას და ჯადოქრობას?

midnight in the garden.jpg

 

 

Загрузка...
Загрузка...