10 მსახიობი, რომლებიც აქცენტების ოსტატები არიან

Загрузка...

მსახიობის იდეალური შერჩევა როლისთვის, არ ნიშნავს იმას რომ მსახიობი სამეტყველო ნიშნებითაც შესაბამისი იქნება ამა თუ იმ პერსონაჟისთვის. ჩვენ გთავაზობთ იმ არტისტების სიას, რომლებიც შეუდარებლად იცვლიან აქცენტებს სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერებისას.

1.გარი ოლდმენი

გარი ოლდმენი ის ერთ-ერთი საუეკეთსო მსახიობია თანამედროვეებში, მისი შესანიშნავად შესრულებული როლები ყოველთვის იმსახურებს აღნიშვნას. აქცენტების ტრანსფორმაციის თვალსაზრისითაც ის ნამდვილად გამორჩეულია. გარდა ამისა მას არამხოლოდ ინგლისური დიალექტების შეცვლა შეუძლია, არამედ ამერიკულისაც. სწორედ ეს ზრდის ერთიორად მისი ნიჭიერების მაჩვენებელს.

2. კეიტ ბლანშეტი

კეიტ ბლანშეტის შემოქმედება სავსეა ემოციური ქარიზმითა და არაერთგვაროვანი პერსონაჟებით. ის ნებისმიერი ხასიათის პერსონაჟს ერგება, თუნდაც სრულიად განსხვავებულს საკუთარი ცხოვრებისგან. რაც შეეხება აქცენტებს , ის ნამდვილი პროფესიონალია ამ საკითხშიც, რადგან ნებისმიერი წარმომავლობის ტიპაჟად შეიძლება გარდაისახოს.

3. ვიგო მორტენსენი

ვეტერანი მსახიობის მამა ამერიკელი იყო, დედა კი დანიელი. აქცენტთა მრავალფეროვნების წინაპირობას სწორედ ესაა, გარდა აქცენტთა მრავალფეროვნებისა, აქტიური კარიერის ჟამს, ის ენების ცოდნითაც გამოირჩეოდა.

4. დენიელ დეი ლუისი

მსახიობის, რომელმაც ოსკარის ხუთი ნომინაციიდან სამში მოიპოვა გამარჯვება, შესაძლებლობები და გენიალურობა უკვე დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას. ის არა მხოლოდ დიდებული არტისტია, არამედ მისი სამეტყველო აპარატი ბევრისთვის შურის სუბიექტიც გამხდარა. ის დაუნდობლად იცვლის დიალექტებსა და აქცენტებს და არასდროს წყვეტს პროფესიულ ზრდას.

5. კრისტინ სკოტ ტომასი

მსახიობი რომელიც ყველა როლს უნაკლოდ ასრულებს, მისი მოღვაწეობა შეფასებულია როგორც ელეგანტური კარიერის მქონე არტისტი ქალი. ცნობილ ფილმებში მონაწილეობამ და გამოცდილებამ მისი დიალექტებიც საოცრად დახვეწა, ნელ-ნელა ის ნამდვილ სპეციალისტად იქცა აქცენტების ტრანსფორმაციაში.

6. მერილ სტრიპი

მისი პრესტიჟული რეპუტაცია ყველასთვის ნაცნობია. ასაკთან ერთად მისი სამსახიობო ოსტატობაც იზრდება. წლიდან წლამდე დახვეწილი, უკვე ლეგენდად ქცეული ქალბატონი, დიალექტებისა და აქცენტების ნამდვილი ექსპერტია. გარდა ამერიკულისა და ინგლისურისა, ,,მედისონის ოლქის ხიდებში” მან იტალიური აქცენტიც იდეალურად მოირგო.

7. პიტერ სელერსი

სელერსი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი შემსრულებელია მთელ კინოისტორიაში. ბევრი დასამახსოვრებელი როლის მიუხედავად, მისი აქცენტი ყველაზე შთამბეჭდავად მიიჩნევა სტენლი კუბრიკის ,,დოქთორ სთრეინჯლავში” თამაშისას. ფილმში მსახიობი სამ როლს ასრულებს და სამივეს განსხვავებული აქცენტებით.

8. ლეონარდო დიკაპრიო

ის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული კადრია თანამედროვე მსახიობებში. გარდა დიდი ნიჭისა, ის ძალიან ბევრს შრომობს და რეგულარულად ცდილობს გაზარდოს თავისი პოტენციალი. გარდა ნაცნობი ენებისა და აქცენტებისა, მას არ გასჭირვებია აფრიკული დიალექტის ათვისებაც ფილმში ,,სისხლიანი ბრილიანტი”

9. კრისტიან ბეილი

ბეილი კინომოყვარულთა კულტად იქცა ქრისტოფერ ნოლანის ფილმების დამსახურებით და ასევე ,,ამერიკელი ფსიქოპატით”. ის ცნობილია როგორც როლისთვის თავგანწირული მსახიობი, მსხვერპლის გაღებას კი საკმაოდ მალე ახერხებს. გარდა ამერიკული ფილმებისა, ბეილი წარმოშობით უელსიდანაა, და ფლობს ინგლისური სუბრეგიონებისთვის დამახასიათებელ დიალექტსაც. წონისა და აქცენტების ტრანსფორმირება მისთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა.

1. კეიტ უინსლეტი
თანამედროვე გიგანტი შემსრულებელი, რომლის მასტერ კლასებიც უამრავი მაყურებლის გულს შეეხო. ის ცნობილი ,,ტიტანიკის” წყალობით გახდა, თუმცა მას შემდეგ გაცილებით ღირებული როლები შემოგვთავაზა. ვინსლეტი თავიდანვე სპობს იმ ბარიერებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას როლის მიღებაში. მისი აქცენტებითა და დიალექტებით თამაში, მათთვის, ვინც ორიგინალ ენაზე უყურებს ფილმებს, უცნობი არ უნდა იყოს.

 

 

Загрузка...
Загрузка...