მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი ზომის თავის მქონე ბავშვებს უკეთესი ინტელექტუალური მონაცემები აქვთ

Загрузка...

მშობლები ხშირად ადგენენ საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორი იქნება მათი შვილი ბავშვობს გადალახვის შემდეგ. ზოგს უნდა, რომ მათი შვილი ექიმი გამოვიდეს და, დიახ, ასეთი მშობლები ხშირად საშობაო საჩუქრად იმედგაცრუებას იღებენ.

ფაქტი ისაა, რომ არავინ არასდროს იცის, როგორი მომავალი ელით. ბავშვი შეიძლება გაიზარდოს კეთილი, მორცხვი, კომუნიკაბელური, ჭკვიანი ან მავნებელი, რომელიც ოფისის მაცივრიდან იპარავს საჭმელს. ადამიანის ხასიათი იქმნება ბუნებისა და აღზრდის მისტიკური კომბინაციით.

მეცნიერებმა კი ახლახანს აღმოაჩინეს საკმაოდ ინტრიგული კავშირი ინტელექტსა და გენეტიკას შორის. უფრო ადრე ცნობილი გახდა ის, რომ ბავშვს ინტელექტი დედისგან გადაეცემა და არა მამისგან. ხოლო ახლა მოლეკულური ფსიქიატრიის მეცნიერების მიერ გამოქვეყნდა ასეთი დებულება: დიდი თავის მქონე ბავშვები მეტად ინტელექტები არიან.

როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე? მარტივად. მეცნიერების აღმოჩენით დიდი თავი დიდ ტვინს ატარებს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა, ნუ იფიქრებთ, რომ პატარა თავით დაიბადეთ.

რეალურად ბრიტანეთის ბიობანკმა შეაგროვა მონაცემები ასი ათასი ადამიანისგან. მონაწილეებმა ჩააბარეს დეენემის საშუალებით სისხლის ჯგუფი, შარდისა და ნერწყვის ანალიზი. ასევე მათი ცხოვრების სტილი და წესებიც გაარკვიეს. მკვლევარებმა დაიწყეს შესწავლა გენების, ჯანმრთელობისა და ინტელექტუალურობის მონაცემის (IQ) კორელაცია. და მათი ანალიზით დადგინდა, რომ ,,დიდთავა” ბავშვები მომავალში უფრო დიდ ინტელექტს გამოავლენენ.

მაგრამ მაინც რამხელაა დიდი თავი? კვლევებმა ესეც განსაზღვრა. მკვლევართა თქმით ეს დაახლოებით მოიცავს 12.5დან 14 ინჩამდე გარშემოწერილობას. ასე რომ აიღეთ სანტიმეტრი და გაარკვიეთ დაემსგავსება თუ არა თქვენი ბავშვი სტივენ ჰოკინგს.

პროფესორი იან დიარი ნევრომეცნიერების ახალ ამბებში ამბობს: ,,გენეტიკური ზეგავლენის გარდა კოგნიტურ უნარებსა და მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს ტვინის ზომა, სხეულის ფორმა და საგანმანათლებლო უნარები.” ბევრისთვის ეს გაუგებარია, ვინაიდან მცირე ზომის თავებით გვერგო დაბადება, თუმცა დიდებულად ჟღერს.

Загрузка...
Загрузка...