ბიჭმა პლასტიკურ ოპერაციებში 25 000 $ დახარჯა , რომ დევიდ ბექჰემს დამსგავსებოდა

Загрузка...

2017 წელი ხალხს აძლევს საშუალებას დაემსგავსონ თავიანთ კუმირებს.

ჯეკ კონსონი,ახალგაზრდა ამერიკელი კაცია,რომელიც ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა დამსგავსებოდა დევიდ ბექჰემს.

ჯეკისთვის სამწუხაროდ მათ არ ჰქონდათ გარეგნული მსაგვესება.წარუმატებელმა მცდელობამ დამსგავსებოდა ბექჰემს ჯეკი სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა. ჯეკი ახლა ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს და სამედიცინო კურსს გადის.მას უნდა სხვებიც გააფრთხილოს,რომ არ აირჩიონ იგივე გზა.

„მცდელობამ დავმსგავსებოდი დევიდ ბექჰემს თითქმის სიკვდილამდე მიმიყვანა და არ მინდა იგივე შეცდომა სხვებმაც გაიმეორონ.“

ჯეკმა ამისთვის ძალიან ბევრი პროცედურა გამოიარა.ჯეკი ამბობს,რომ მისთვის რთული იყო ამ ფულის შეგროვება.მან ბევრი სესხი აიღო და ძმისგან ისესხა ფული.საბოლოოდ კი მან ვალი 16 000 დოლარი და კარგი გაკვეთილი მიიღო. „ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ,რომ პოპულარული ან ცნობილი გავხდე.ამას იმიტომ ვამბობ,რომ სხვებმა დაინახონ ამ ყველაფრის მეორე მხარე.“ – ამბობს ჯეკი „როცა ყველაფრის შემდეგ მკითხეს ვიყავი თუ არა ბედნიერი,მე ვპასუხოვდი,რომ ვიყავი,მაგრამ რეალურად თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.“

ოპერაციებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჯეკმა თვითმკვლელობა სცადა.მან წამლების გადამეტებული დოზა მიიღო.ის მეგობარმა იპოვა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა. ფსიქიატრებთან კონსულტაციის შემდეგ ჯეკს დაუდგინეს დისმორფია – მდგომარეობა,როცა ადამიანი გამუდმებით ფიქრობს საკუთარ გერეგნობაზე და აკრიტიკებს მას.

„ნამდვილად არ ვადანაშაულებ დევიდ ბექჰემს.მისი ბრალი არაფერია“ – ამბობს ჯეკი. „ყოველთვის ვცდილობდი მას დავმსგავსებოდი და ეს ლამის მთელ ცხოვრებად დამიჯდა.“ „არავინ არ უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ,რომ დაემსგავსოს ცნობილ ადამიანს.უნდა იყოთ საკუთარი თავი.“

დასაფასებელია ის რომ ჯეკმა თავისი გამოცდილება გაგვიზიარა.საბედნიეროდ არიან ადამიანები,რომლებიც ჯეკის მსგავსად გვაფრთხილებენ იმ ცუდ შედეგებზე,რომელიც ამ ყველაფერს მოყვება.

Загрузка...
Загрузка...