„თოვლის ბაბუამ საგზური მინდა მომიტანოს“ – სად სურს წასვლა ქრისტი ყიფშიძეს?

Загрузка...

თბილისში, წინასაახალწლო მზადებაა. დედაქალაქის მორთულობა, აქ მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. ამ სამზადისს ქართველი სელებრითებიც უერთდებიან.

თუ როგორი იყო ცნობილებისთვის 2017 წელი და 2018 -სთვის რა სურვილებს აბარებენ თოვლის ბაბუას, ექსკლუზიურად „არა.ჯისთვის“ ცნობილი გახდა.

ქრისტი ყიფშიძე, მოდელი: კარგი წელი იყო. რა თქმა უნდა, რაღაც ცუდი და არასასიამოვნოც იქნებოდა, მაგრამ საერთოდ, ძალიან გულმავიწყი ვარ და არ მამახსოვრდება ხოლმე. ბევრი ვიმოგზაურე ამ წელს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილება არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

2018 წელს, ტრადიციულად, სახლში, ოჯახში, ჩემს მშობლებთან და შვილთან ერთად ვხვდები. მერე არსად არ ვაპირებ გასვლას. ბოლო პერიოდში, ასეთი ტრადიცია დავამკვიდრე, რომ სახლში უნდა ვიყო 31 -ში და არსად არ უნდა გავიდე. სიმართლე რომ გითხრათ, არც მიზიდავს ეს ღრეობები ახალ წელს და არც ვგიჟდები ამ თარიღზე. ჩემთვის განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ, ერთადერთი ის მომწონს, რომ ამ დღის შემდეგ, სიახლე შემოდის ცხოვრებაში და ახალი ფურცელი იწყება. ნაძვის ხეს კი ვრთავ ხოლმე, მაგრამ სადილს არ ვამზადებ, მზადებაში ვეხმარები.

 

თოვლის ბაბუამ მინდა საგზური მომიტანოს ძალიან თბილ ქვეყანაში წასასვლელად. მინდა ერთი თვით წავიდე, ან მინიმუმ- 2 კვირა მაინც. აქ ძალიან ცივა და იანვარში, ახალი წლის მერე რომ გავფრინდე, და დავტკბე იქაურობით, ძალიან მინდა. კარგი იქნება ბავშვთან ერთად თუ წავალ, ან გოგოებთან ერთად. შენც წაგიყვან თუ გინდა, მაგრამ სად არის ეგ თოვლის ბაბუა.

 

 

 

ლელა მდივანი

Загрузка...
Загрузка...