„ნიკუშასთვის დაიკო ან ძამიკო მინდა 2018 წელს“ – რა საჩუქარს ელოდება სოფო ბედია თოვლის ბაბუასგან?

Загрузка...

თბილისში, წინასაახალწლო მზადებაა. დედაქალაქის მორთულობა, აქ მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. ამ სამზადისს ქართველი სელებრითებიც უერთდებიან.

თუ როგორი იყო ცნობილებისთვის 2017 წელი და 2018 -სთვის რა სურვილებს აბარებენ თოვლის ბაბუას, ექსკლუზიურად „არა.ჯისთვის“ ცნობილი გახდა.

სოფო ბედია, მომღერალი: 2017 ძალიან კარგი წელი იყო ჩემთვის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,  ახალი წლის შეხვედრა ტრადიციულად, გარეთ მიწევს ხოლმე. შარშან თბილისში ვიყავი. წელს, როგორც მეგრელი ქალბატონი, ვაპირებ, რომ ჩემს მეგრელ მეგობრებს მოვეფერო. 31 დეკემბერს, საღამოს, სენაკში და წალენჯიხაში ორი კონცერტი მაქვს და ძალიან მომზადებული მივდივარ. თბილისის გარეთ ყოფნა პირველად მიწევს. ადრე, წინა წლებშიც შევხვედრილვარ სხვადასხვა ქალაქებში ახალ წელს, მაგრამ ბოლო პერიოდია, სულ თბილისში მიწევს ხოლმე სტაბილურად.

რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, წელს ოჯახის უფროსი ქალბატონები: ბებიები, დედა და დედამთილი იტრიალებენ. ჩემი თოვლის ბაბუა ვიცი ვინც არის. იცის რა გამიხარდება და ისეთ საჩუქარს მაჩუქებს ალბათ. ჩემი საყვარელი თოვლის ბაბუასგან ყველაფერი გამიხარდება. განსაკუთრებული არაფერი მინდა. ადამიანს პატარა რაღაცაც კი ახარებს ხოლმე ზოგადად. 

ვისურვებდი, რომ 2018 წელს, ჩვენი ქვეყანა უფრო კარგ მდგომარეობაში იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. რაც მთავარია, მინდა ყველგან და ყველას ოჯახში სიმშვიდე იყოს. პირველ რიგში, მინდა, რომ ეს წელი ჩემთვის გამრავლების წელი იყოს. 2018-მა წელმა, ჩემი ნიკუშასთვის საჩუქრის სახით, დაიკო ან ძამიკო მინდა მომიყვანოს. ჯერჯერობით არ ველოდებით ბავშვს, მაგრამ ნამდვილად გამიხარდებოდა ამ ამბის ასე მოხარება. ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა რომ ეს შედგეს.

 

 

 

ლელა მდივანი

Загрузка...
Загрузка...