ფილმების სია,რომელიც ამტკიცებს რომ 1994 წელი საუკეთესო წელი იყო კინემატოგრაფიაში

Загрузка...

მეფე ლომი

დისნეის ეს ანიმაცია ასეთი პოპულარული სიკვდილის სცენით გახდა.ეს სცენა ასეთი ემოციური კი იმით არის,რომ მუმფაზას,მისი ბოროტი ძმა კლდიდან აგდებს,ამ ყველაფერს კი მისი შვილი,სიმბა უყურებს.ასეთი დრამატული და ემოციებით სავსე სცენა ნებისმიერი ჰოლივუდის ფილმისთვის კარგი იქნებოდა.

ღვთიური არსებანი

ეს ფილმი დასამახსოვრებელი ორი სისხლში ამოსვრილი გოგონას გაქცევის სცენით არის,რომელნიც ტყეში ისტერიულად მირბიან.თვითონ ფილმი კი ორი გოგონას მეგობრობის ამბავზეა,მათი ოჯახების წინააღმდეგობის მიუხედავად მეგობრობას აგრძელებენ.

ქუიზ შოუ

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელი კინოს ისტრიაში სწორედ ამ ფილმში მოხდა,კერძოდ რესტორნის სცენა.სიუჟეტი კი იდეალების მოყვარულ ახალგაზრდა იურისტზეა,რომელიც ქუიზ შოუში კერძოთა ინტერესებს იცავს

ედ ვუდი

ამ ფილმს განსაკუთრებულ ემოციებს ბოლო სცენა უქმნის,მაყჯრებელს მელანქოლოიურსა და ირონიული გრძნობების ნაზავს უტოვებს ედის არჩევანი.თვით ედს კი ოცნება აქვს შექმას ფილმი,რომელში როგორღაც მისი მეგობრები ეხმარებიან.

ფორესტ გამპი

ფორესტ გამპიდან არ შეიძლება ერთი კონკრეტული სცენა იყოს დასამახსოვრებელი და გამორჩეული,ვინდაიდან იმდენად შედევრი ფილმია,თუმცა მაინც გავიხსენოთ ფორესტის გადაწყვეტილება როცა სირბილს დაიწყებს და მას სხვადასხვა ხალხი შეუერთდება,მათი ინპირატორი გახდება,თუმცა ერთ დღეს გადაწყვეტს გაჩერდეს და სახლში დაბრუნდეს.კლასიკაა.

გაქცევა შაუშენკიდან

ამ ფილმიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი ჰამლტენის სცენაა და ამ სცენაში იკვეთება თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეა და მისი ძალა ადამიანზე.

ლეონი

გარი ოლდმანის სცენა თუ არ გაგახსენდა ამ ფილმზე მაშინ თავიდან უნდა უყურო ფილმს.ეს სცენა არათუ შედევრია არამედ მსახიობური ნიჭის ზარზეიმის გამომხატველია.ამბავი კი მატილდასა და სპეც აგენტის ურთიერთობას ეხება,რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ჩანგკინგის ექსპრესი

ამ ფილმში კინემატოგრაფიის სრუყოფილება არის ასახული და ეს ყავის სმის კადრშია,იმდენად არის პროცესი შენელებული,რომ ორი აზრი არ არსებობს მისით ეფექტურობით მოუხიბლავი დარჩე.რაც შეეხება სიუჟეთტს,მოქმედება ჩანგკინგიდ ექსპრესში მიმდინარეობს,სადაც ორი მელანქოლიური სულია,ორივე პოლიციის თანამშრომელი არეული პირადი ურთიერთობებით.

სამი ფერი: წითელი

ფილმი თავიდანვე იმდენად ენერგიულად და საინტერესოდ იწყება,მაშინვე იტაცებს მაყურებლის თვალსა და გულს.ქაოტური ხმები და კამერის დადევნება ელექტრონულ კოდებზე ერთობ მშვენიერსანახაობას ქმნის.ფილმი კი კლესლოვკის ტრილოგიის ბოლო ნაწილია.

მაკულატურა

ტარანტინოს ამ მაღალხარისხიან კრიმინალურ ტრილერში თავმოყრილი ძალადობა,ნარკოტიკები და კრიმინალი ერთობ სახალისო კუთხით გადადის და მაყურებელს მარტივად იყოლიებს.დასამახსოვრებელ მომენტს სწორედ ამ ყველაფრის ფონზე შეუსაბამო,მაგრამ შესაბამისი ცეკვის სცენა ხდის,რომელშიც ტრავოლტა და უმა თურმანი ცეკვავენ.ეს სცენა არამარტო ამ ფილმის არამედ მთელი კინოს ისტორიის ცეკვის საუკეთესო მომენტია.

Загрузка...
Загрузка...